დაპირისპირება ყარაჯალაში: დაშავებულთა შორის პოლიციელებიც არიან

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 01.11.2021
გამოწერა
დაზარალებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე, რა დროსაც არა მარტო რიგითი მოქალაქეები, არამედ პოლიციელებიც დაშავდნენ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე სსკ-ის ორი მუხლით – „ძალადობა“ და „პოლიციისთვის დაუმორჩილებლობა“ აღძრა.
გარცელებული ინფორმაციით, პოლიციის ეკიპაჟი ყარაჯალაში მასობრივ ჩხუბს შეესწრო. მათ 15-მდე შეკრებილ მოქალაქეს კანონის დაცვისკენ მოუწოდეს. ჩხუბში მონაწილეთა უმეტესობა არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ისინი არ დაემორჩილნენ პოლიციის მოწოდებებს და სამართალდამცველებსაც დაუპირისპირდნენ.
ვითარების განსამუხტად შემთხვევის ადგილზე პოლიციის დამატებითი ძალები გამოიძახეს.
შსს-ს ცნობით, ჩხუბში მონაწილე ერთ-ერთი მხარე პოლიციის მიმართ აგრესიას იჩენდა და მათ სამართალდამცველებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 17.07.2021
ვარკეთილში მეგობრების ჩხუბი დაჭრით დასრულდა - დაკავებულია ერთი პირი
მომხდარი ინცინდენტის დროს დაშავებული სამი პირი თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ინციდენტის დროს სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს პოლიციის თანამშრომლებმაც.
მედიის ცნობით, ყველა დაშავებული სოფელ ყარაჯალას მკვიდრია. ადგილობრივებს შორის კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე მოხდა.
დაპირისპირებაში მონაწილე როგორც მხარეების, ასევე იმ პირთა იდენტიფიცირების მიზნით, რომლებმაც წინააღმდეგობა გაუწიეს პოლიციის თანამშრომლებს, შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები გრძელდება.
ამ დროისთვის დაკავებული არავინაა.
ყველა ახალი ამბავი
0