ბრაზილიაში გამოქვაბული ჩამოინგრა და ცხრა ადამიანი მოიყოლა – ვიდეო

გამოწერა
ათი მეხანძრე წვრთნებს მართავდა ერთ-ერთ გამოქვაბულში, როდესაც ის ჩამოინგრა. მოხერხდა მხოლოდ ერთი ადამიანის გადარჩენა.
ბრაზილიის აღმოსავლეთში ჩამოინგრა გამოქვაბული, რის შედეგადაც ცხრა ადამიანი დაიღუპა, მოხერხდა ერთის გადარჩენა.
ინციდენტი მოხდა მაშინ, როდესაც 26 მეხანძრე წვრთნებს მართავდა გამოქვაბულში.
სამაშველო ოპერაცია 12 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მაშველებმა ნანგრევებიდან ცხრა ადამიანის ცხედარი და ერთი ცოცხალი ადამიანი ამოიყვანეს, რომელიც ჰიპოთერმიითა და გართულებული სუნთქვით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაღუპულ მეხანძრეებს შორის ორი ქალი იყო.
ყველა ახალი ამბავი
0