ქუთაისში გიორგი გახარიას პარტიის წევრის მანქანა დააზიანეს

© photo: Sputnik / Stringerგახარიას წინასაარჩევნო კამპანია
გახარიას წინასაარჩევნო კამპანია - Sputnik საქართველო, 1920, 31.10.2021
გამოწერა
პარტიის და ქუთაისის საკრებულოს წევრი ელეონორა არჩაია მომხდარს პოლიტიკას უკავშირებს
თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik. ქუთაისში უცნობმა პირებმა ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ სიის პირველი ნომრის, საკრებულოს წევრ ელეონორა არჩაიას მანქანა დააზიანეს, იუწყება ქართული მედია.
არჩაიას თქმით, ეს იმ დროს მოხდა, როდესაც თავად ეკლესიაში წირვას ესწრებოდა.
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 31.10.2021
არჩევნები 2021
„ქართული ოცნება": „ნაცმოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნების საკითხი ამოწურულია
ის მომხდარს თავის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს. საკრებულოს დეპუტატის თქმით, ამას ისიც ადასტურებს, რომ მანქანიდან არ დაკარგულა პირადი ნივთები.
„ეკლესიაში 40 წუთი ვიყავი. როდესაც გამოვედი, ვნახე, რომ მანქანის მინები ჩამსხვრეულია. ჩანთა წაღებული არ არის და ტელეფონი არ არის წაღებული. ეს მიზანმიმართულად არის გაკეთებული", - ამბობს არჩაია.
პოლიტიკოსის თქმით, მასზე ზეწოლა მას შემდეგ ხორციელდება, რაც მან მმართველი პარტიის რიგები დატოვა და გახარიას გუნდს შეუერთდა. საფრთხე ემუქრება მის ბიზნესსაც, აღნიშნა არჩაიამ.
მედიის ინფორმაციით, ადგილზე პოლიცია მივიდა. თავდამსხმელი იდენტიფიცირებული არ არის.
ყველა ახალი ამბავი
0