მორის ყვითელაშვილმა კანადის გრან-პრიზე მეექვსე ადგილი დაიკავა

© photo: Sputnik / Alexander Wilf / გადასვლა მედიაბანკშიმორის ყვითელაშვილი
მორის ყვითელაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 31.10.2021
გამოწერა
მომდევნო ტურნირი, სადაც ყვითელაშვილი წარდგება, იქნება სოჭის გრან-პრი, რომელიც 26-28 ნოემბერს გაიმართება
თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik. ქართველმა მოციგურავემ მორის ყვითელაშვილმა ქალაქ ვანკუვერში კანადის გრან-პრიზე მეექვსე ადგილი დაიკავა.
ყვითელაშვილის მიერ მიღწეული შედეგი აღსანიშნავია იმიტომ, რომ მოციგურავემ ფაქტობრივად ჩააგდო მოკლე პროგრამა და 71.6 ქულით ბოლო ადგილი დაიკავა.
სამაგიეროდ თავისუფალი პროგრამა ქართველმა მოციგურავემ პრაქტიკულად წუნის გარეშე წარმოადგინა და სამი ოთხმაგი ნახტომი შეასრულა. ამ პროგრამისთვის ყვითელაშვილმა დაიმსახურა 161.27 ქულა, აჩვენა მეოთხე შედეგი, ხოლო ჯამში მას 232.87 ქულა დაუგროვდა.
აგრეთვე აღსანიშნავია, რომ ტექნიკაში მიღებული შეფასებით ყვითელაშვილი მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონს, ამერიკელ ნატან ჩენს და მსოფლიო ჩემპიონს გუნდურ შეჯიბრებაში რუს ევგენი სემენენკოს ჩამორჩა.
ვაჟთა შორის კანადის გრან-პრის გამარჯვებული გახდა ნატან ჩენი (307.18). მეორე ადგილზე გავიდა აშშ-ის წარმომადგენელი ჯეისონ ბრაუნი (259.55), ხოლო მესამე ადგილზე მოხვდა სემენენკო (256.01).
მომდევნო ტურნირი, სადაც ყვითელაშვილი წარდგება, იქნება სოჭის გრან-პრი, რომელიც 26-28 ნოემბერს გაიმართება.
ყველა ახალი ამბავი
0