Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

კოვიდ-სტატისტიკა რეგიონების მიხედვით: თბილისის შემდეგ იმერეთია

© photo: Sputnik / Stringerგამვლელები პირბადეებით
გამვლელები პირბადეებით - Sputnik საქართველო, 1920, 31.10.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.382-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 719.247-ს მიაღწია.
თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 3.382 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1.287 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი კახეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:

იმერეთი - 664, კახეთი - 352, ქვემო ქართლი - 292, შიდა ქართლი - 219, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 197, აჭარა -141, მცხეთა-მთიანეთი -76, სამცხე-ჯავახეთი - 69, გურია - 65, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 20. .

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5.389 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 660.518-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობaში გარდაიცვალა 42 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 10.045-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 48.658 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 6.468 პაციენტი, მათ შორის, თბილისში - 2.453, იმერეთში - 1.395, აჭარაში - 520.
1.594 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 336 პირი, მათგან თბილისში –178, , აჭარაში - 40, იმერეთში - 34. კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 1.093 ადამიანი, მათ შორის 683 - თბილისში, 189 - აჭარაში.
41.097 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 43 ადამიანი. მათ შორის, თბილისში – 41 , ხოლო აჭარაში – ორი.
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 31.10.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
COVID-19 საქართველოში: ბოლო მონაცემები – 31 ოქტომბერი
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 33.524 ადამიანი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.382-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 719.247-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0