Предвыборная агитация. Европейская Грузия проводит встречи с избирателями. Флаги Грузии и НАТО - Sputnik საქართველო, 1920
არჩევნები 2021
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. კენჭისყრის შედეგების თანახმად, ზოგ ქალაქსა და რაიონში მეორე ტურის ჩატარება გახდა აუცილებელი. 30 ოქტომბერს ქვეყნის მოსახლეობა 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს.

კალაძე: წაგებაც უნდა მიიღოთ, მეგობრებო, ეს თბილისის არჩევანია

© press-service of the Tbilisi City Hallკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 31.10.2021
გამოწერა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 30 ოქტომბრის არჩევნების II ტურის პირველად შედეგების გამოქვეყნება უკვე დაიწყო.
თბილისი, 31 ოქტომბერი - Sputnik. წაგებაც უნდა მიიღოთ მეგობრებო,გამარჯვებაც და წაგების ფასიც უნდა იცოდეთ, ეს თბილისის არჩევანია, თბილისის მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს კახა კალაძეს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ Facebook-ჩართვისას.

„ძალიან ბედნიერი ვარ და ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, რომ მეორედ მომანიჭეთ უფლებამოსილება ეს ქალაქი ვმართო. ძალიან ვაფასებ ამ ყველაფერს. ხვალიდან უნდა შევუდგეთ საქმის კეთებას, იმ პროექტების განხორციელებას, რომელზეც ვსაუბრობდი და დედაქალაქს სჭირდება. გამარჯვება ჩვენს მხარეს არის, ეს არის ღირსეული გამარჯვება, დამაჯერებელი. თბილისმა და თბილისელებმა თავისი სიტყვა თქვეს“, - აღნიშნა კალაძემ.

თბილისში არსებული 769 უბნიდან ამ დროისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შესულია 376 საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმი, რომლის მიხედვითაც, არჩევნების მეორე ტურში კახა კალაძე ლიდერობს. კერძოდ, 376 უბნის მონაცემებით, კახა კალაძეს 55,694% აქვს, ხოლო ნიკანორ მელიას - 44,306%.
დღეს ქვეყნის მოსახლეობამ 20 მერი და 42 მაჟორიტარი დეპუტატი აირჩია. როგორც მერების, ისე საკრებულოს დეპუტატების არჩევა პირდაპირი კენჭისყრით მოხდა.
ყველა ახალი ამბავი
0