Предвыборная агитация. Европейская Грузия проводит встречи с избирателями. Флаги Грузии и НАТО - Sputnik საქართველო, 1920
არჩევნები 2021
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. კენჭისყრის შედეგების თანახმად, ზოგ ქალაქსა და რაიონში მეორე ტურის ჩატარება გახდა აუცილებელი. 30 ოქტომბერს ქვეყნის მოსახლეობა 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს.

გიგი უგულავა: არ ვცნობ შედეგებს, რომლის გამოცხადებასაც ცესკო აპირებს

© photo: Sputnikგიგი უგულავა
გიგი უგულავა - Sputnik საქართველო, 1920, 31.10.2021
გამოწერა
ფოთის მერობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ არჩევნების შედეგებს სასამართლოში გაასაჩივრებს
თბილისი, 31 ოქტომბერი - Sputnik. მე არ ვცნობ იმ შედეგებს, რომლის გამოცხადებასაც აპირებს ცენტრალური საარჩევნო კომისია, განაცხადა ფოთის მერობის კანდიდატმა გაერთიანებული ოპოზიციიდან გიგი უგულავამ.
როგორც უგულავა ამბობს, მთავრობამ ფოთში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გააყალბა. ამასთან მან მადლობა გადაუხადა ყველა ფოთელს, ვინც მონაწილეობა მიიღო არჩევნებში.

„სამწუხაროდ, მეგობრებო, თქვენი ხმა გაყალბდა. თქვენი ხმა, თქვენი არჩევნები იყო მსხვერპლი ფოთისთვის არნახული ძალადობის, დაშანტაჟების, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, ფულის მოპკურვით ჩამორიგებით და ყველა მამაძაღლობით, რაც შეიძლება იყოს გამოყენებული“, - განაცხადა უგულავამ.

გიგი უგულავას განცხადებით, ის გეგმავს, გაასაჩივროს არჩევნების შედეგები, თუმცა მიაჩნია, რომ ეს „მოჯადოებული წრეა“.
„აქაც მოჯადოებული წრეა - პირდაპირი მნიშვნელობით და არა ფიგურალურად. ეს არჩევნები მიდის ადმინისტრაციული წესით სასამართლოში, სადაც მას ბატონი მურუსიძე ხვდება. სამწუხაროდ, საქართველოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქაც გამოავლინა მთლიანად თავისი სახე. ფაქტია, რომ არნახული ფულით, გაყალბებით და ძალადობით, აქაც ცდილობდნენ სასურველი შედეგის დადებას და ხალხის ნების დამახინჯებას“, - განაცხადა უგულავამ.
„ქართული ოცნების“ მომხრეები აღცევნების შემდეგ - Sputnik საქართველო, 1920, 31.10.2021
არჩევნები 2021
ხახალეიშვილი: ყველა უბნის ინფორმაცია მივიღეთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მეორე ტური მოვიგეთ
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შედეგების წინასწარი მონაცემების გამოქვეყნება დაიწყო. ფოთში დათვლილია 33-ვე უბანი. არსებული მონაცემებით, გამარჯვებულია „ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატი ბექა ვაჭარაძე 57,35%. გიგი უგულავა - მერობის კანდიდატი გაერთიანებული ოპოზიციიდან კი 42,65%.
დღეს ქვეყნის მოსახლეობამ 20 მერი და 42 მაჟორიტარი დეპუტატი აირჩია. როგორც მერების, ისე საკრებულოს დეპუტატების არჩევა პირდაპირი კენჭისყრით მოხდა.
ყველა ახალი ამბავი
0