Предвыборная агитация. Европейская Грузия проводит встречи с избирателями. Флаги Грузии и НАТО - Sputnik საქართველო, 1920
არჩევნები 2021
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. კენჭისყრის შედეგების თანახმად, ზოგ ქალაქსა და რაიონში მეორე ტურის ჩატარება გახდა აუცილებელი. 30 ოქტომბერს ქვეყნის მოსახლეობა 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს.

არჩევნების შედეგები საქართველოს დიდ ქალაქებში

გამოწერა
საქართველოში 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნების მეორე ტური გაიმართა
მეორე ტურში მონაწილეობდნენ კანდიდატები, რომლებმაც 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურში 50%–ზე მეტი ხმა ვერ მოიპოვეს, თუმცა კარგი შედეგები ჰქონდათ.
შაბათს ქვეყნის მოსახლეობამ აირჩია 20 მერი და 42 მაჟორიტარი დეპუტატი.
20 მუნიციპალიტეტიდან 17–ში მთავარი კონკურენტები მმართველი პარტია „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები იყვნენ.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ამ დროისთვის წალენჯიხა ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც ოპოზიციის წარმომადგენელი ლიდერობს. დანარჩენ 19 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში უპირატესობა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატების მხარესაა.
„Sputnik–საქართველოს“ ინფოგრაფიკაში მკითხველი გაეცნობა თვითმმართველ ქალაქებში კენჭისყრის შედეგებს.
მეორე ტურის არჩევნების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება ატაუგვიანეს 13 ნოემბრისა.
ყველა ახალი ამბავი
0