მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ალეკ ბოლდუინის პირველი ინტერვიუ გადაღებებზე მომხდარ ტრაგედიაზე - ვიდეო

© AFP 2024 / ANGELA WEISSალეკ ბოლდუინი
ალეკ ბოლდუინი - Sputnik საქართველო, 1920, 31.10.2021
გამოწერა
ბოლდუინმა ოპერატორის დაღუპვას „ტრილიონში ერთი შემთხვევა“ უწოდა და გადაღებების გაგრძელება გამორიცხა
ამერიკელმა მსახიობმა ალეკ ბოლდუინმა გააკეთა პირველი კომენტარი მედიასთან ვესტერნ Rust-ის („ჟანგი“) გადასაღებ მოედანზე მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, როდესაც მის მიერ გასროლილმა ტყვიამ კინოოპერატორი გალინა ჰატჩინსი შეიწირა.
მსახიობმა ვერმონტის შტატში მანქანა გზაზე გააჩერა და გავიდა პაპარაცებთან, რომლებიც მის მანქანას მისდევდნენ, იუწყება ტელეარხი CNN.
„გადასაღებ მოედნებზე დროდადრო ინციდენტები ხდება, მაგრამ არა ასეთი. ასეთი ეპიზოდები ტრილიონში ერთხელ ხდება“, - განაცხადა ბოლდუინმა.
მან საკუთარ თავს კითხვა დაუსვა, რამდენი ტყვია არის გასროლილი ფილმებში ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში.
„ეს ამერიკაა... რამდენი? მილიარდობით ტყვია ბოლო 75 წელიწადში? და პრაქტიკულად ყველა შემთხვევაში რაიმე ცუდი შედეგის გარეშე“, - განაცხადა მსახიობმა და აღნიშნა, რომ მხარს უჭერს იარაღის გამოყენების წესების გამკაცრებას.
მისი თქმით, მიმდინარე გამოძიების მსვლელობაზე მას კომენტარის გაკეთება ეკრძალება, სანამ საქმე ბრალდებების წაყენების სტადიამდე არ მივა, რადგან მოცემულ ეტაპზე მიმდინარეობს იმ ფაქტის დადგენა, თუ როგორ მოხვდა საბრძოლო ვაზნა რევოლვერის ბარაბანში.
ალეკ ბოლდუინი - Sputnik საქართველო, 1920, 28.10.2021
„ვაღიარებ“ – რა არის აქამდე ცნობილი ფილმის გადაღებისას მომხდარ უბედურ შემთხვევაზე
რაც შეეხება ფილმის შემდგომ გადაღებებს, ბოლდუინი არ ფიქრობს, რომ გადაღებები განახლდება.
„ის ჩემი მეგობარი იყო, ჩემი მეგობარი... იმ დღეს, როდესაც სანტა-ფეში ჩავედი გადაღებების დასაწყებად, ის მოვიწვიე ვახშამზე ჯოელთან, ჩვენს რეჟისორთან ერთად... ჩვენ ძალიან შეკრული გუნდი ვიყავით, ერთად ვიღებდით ფილმს, შემდეგ კი ეს საშინელება მოხდა“, - განაცხადა მან.
სანამ ბოლდუინი პაპარაცებს ესაუბრებოდა, მისი მეუღლე ხილარია, რომელიც, სავარაუდოდ, გაღიზიანებული იყო, ინტერვიუერებს მობილური ტელეფონით უღებდა. საუბრის ბოლოს მსახიობმა სთხოვა ჟურნალისტებს აღარ აედევნონ მათ მანქანას, რომელშიც „ბავშვები ტირიან“.
ალეკ ბოლდუინს ხილარიასთან ექვსი შვილი ჰყავს. უფროსი 8 წლისაა, ხოლო უმცროსი სულ რამდენიმე თვისაა.
22 ოქტომბერს ნიუ-მექსიკოს შტატში ვესტერნ Rust-ის („ჟანგი“) გადასაღებ მოედანზე უბედური შემთხვევა მოხდა. მსახიობ ალეკ ბოლდუინის მიერ გასროლილ იარაღს 42 წლის ოპერატორის გალინა ჰატჩინსის სიცოცხლე შეეწირა, ასევე დაშავდა რეჟისორი ჯოელ სოუსა.
იარაღი, რომელიც, წესით, ფუჭი ვაზნებით უნდა ყოფილიყო დატენილი, ბოლდუინს რეჟისორის თანაშემწემ დეივ ჰოლსმა გადასცა და უთხრა, რომ ის უსაფრთხო იყო. რეალურად კი მჭიდში საბრძოლო ვაზნები აღმოჩნდა. ამის შესახებ სასამართლოს მასალებში წერია.
ყველა ახალი ამბავი
0