Предвыборная агитация. Европейская Грузия проводит встречи с избирателями. Флаги Грузии и НАТО - Sputnik საქართველო, 1920
არჩევნები 2021
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. კენჭისყრის შედეგების თანახმად, ზოგ ქალაქსა და რაიონში მეორე ტურის ჩატარება გახდა აუცილებელი. 30 ოქტომბერს ქვეყნის მოსახლეობა 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს.

მხოლოდ მამაკაცები და ყველა პარტიული - ვინ მართავდა თბილისს ბოლო 30 წლის განმავლობაში

© Tbilisi City Hallკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 30.10.2021
გამოწერა
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში დედაქალაქმა არაერთი მერი გამოიცვალა
პირველად მერის არჩევნები თბილისში 2010 წელს ჩატარდა. მანამ დედაქალაქის მერს ხელისუფლება ნიშნავდა. საქართველოს მოქალაქეებმა მერი სამჯერ აირჩიეს, ყოველ ჯერზე - სხვადასხვა.
ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოს დედაქალაქს მამაკაცები მართავდნენ, რომლებიც ამა თუ იმ პარტიის წევრები იყვნენ.
Sputnik-საქართველომ 1991 წლიდან დღემდე თბილისის მერების შესახებ ინფორმაციას მოუყარა თავი.
თამაზ ვაშაძე და ირაკლი ანდრიაძე
თბილისის პირველ მერზე ცნობები სხვადასხვა წყაროში განსხვავებულია. ზოგიერთი წყაროს თანახმად, დედაქალაქის პირველ მერად 1991 წელს თბილისის საქალაქო აღმასკომის ყოფილი უფროსი ირაკლი ანდრიაძე დაინიშნა.
სხვა წყაროები კი მიუთითებენ, რომ პირველი მერი თამაზ ვაშაძე იყო. იგი 1991 წლის 2 ოქტომბერს დანიშნეს. თანამდებობაზე მხოლოდ 1992 წლის 6 იანვრამდე მსახურობდა. მისი მმართველობა დასრულდა თბილისში სამოქალაქო ომის შედეგად საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მმართველობის დასრულებასთან ერთად.
© National Library of Georgiaირაკლი ანდრიაძე
Ираклий Андриадзе - Sputnik საქართველო, 1920, 30.10.2021
ირაკლი ანდრიაძე
ოთარ ლითანიშვილი
ვაშაძე პოსტზე არქიტექტორმა ოთარ ლითანიშვილმა შეცვალა. იგი დედაქალაქს 1992 წლის 6 იანვრიდან 1993 წლის 21 იანვრამდე ედგა სათავეში.
© National Library of Georgiaოთარ ლითანიშვილი
Отар Литанишвили - Sputnik საქართველო, 1920, 30.10.2021
ოთარ ლითანიშვილი
კოტე გაბაშვილი
მომდევნო მერი იყო კოტე გაბაშვილი, რომელიც ქალაქს 10 თვეზე ოდნავ მეტხანს ხელმძღვანელობდა - 1993 წლის იანვრიდან ოქტომბრამდე.
© National Library of Georgiaკოტე გაბაშვილი
Коте Габашвили - Sputnik საქართველო, 1920, 30.10.2021
კოტე გაბაშვილი
ნიკო ლეკიშვილი
პირველი მერი, რომელმაც ომისგან დანგრეული თბილისის აღდგენა დაიწყო, ნიკო ლეკიშვილი იყო. იგი დედაქალაქის მერის თანამდებობას 1993 წლის ოქტომბრიდან 1995 წლამდე იკავებდა.
ლეკიშვილის დროს დაიწყო დანგრეული და გადამწვარი რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის აღდგენა, შემოვიდა ტროლეიბუსები და ავტობუსები, განათდა ფუნიკულიორი და ხიდები.
© Facebook / My Br Dayნიკო ლეკიშვილი
Николоз Лекишвили - Sputnik საქართველო, 1920, 30.10.2021
ნიკო ლეკიშვილი
ბადრი შოშიტაიშვილი
თბილისის მომდევნო მერი იყო ბადრი შოშიტაიშვილი, რომელიც ქალაქს 1995-დან 1998 წლამდე უძღვებოდა და რომელმაც ნიკო ლეკიშვილის დაწყებული საქმე გააგრძელა.
© National Library of Georgiaბადრი შოშიტაიშვილი
Бадри Шошитаишвили - Sputnik საქართველო, 1920, 30.10.2021
ბადრი შოშიტაიშვილი
ვანო ზოდელავა
ზოდელავა თბილისის მერი იყო 1998-2004 წლებში. მისი მმართველობის პერიოდი თბილისისთვის სტაგნაციის ეპოქად იქცა.
© National Library of Georgiaვანო ზოდელავა
Вано Зоделава - Sputnik საქართველო, 1920, 30.10.2021
ვანო ზოდელავა
ზურაბ ჭიაბერაშვილი
ჭიაბერაშვილი „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ დანიშნული პირველი მერი იყო. ქალაქის საქმეებს მხოლოდ ერთ წელიწადს უძღვებოდა - 2004-2005 წლებში. მაგრამ თბილისის მცხოვრებთ თავი დაამახროვრა, როგორც ქალაქში პირველი საავტომობილო საცობების შემქმნელმა. მის დროს კოსტავას ქუჩაზე გაჩნდა საავტომობილო მოძრაობის სამკუთხედი, რომელმაც დედაქალაქში პიკის საათების დროს საცობები გამოიწვია.
© courtesy of Iliauniზურაბ ჭიაბერაშვილი
ზურაბ ჭიაბერაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 30.10.2021
ზურაბ ჭიაბერაშვილი
გიგი უგულავა
დედაქალაქის მომდევნო მერი გახდა გიგი უგულავა, რომელიც ერთ თანამდებობაზე ყოფნის ხანგრძლივობით დღემდე რეკორდსმენია.
უგულავა მერად 2005 წელს დაინიშნა, ხოლო 2010 წელს მან პირველ მერის არჩევნებში გაიმარჯვა. 2013 წელს კი იმპიჩმენტის საფუძველზე გადააყენეს თანამდებობიდან.
მერობის დროს უგულავამ ბევრი რამ შეცვალა. მთლიანად შეიცვალა ქალაქის სატრანსპორტო სისტემა, დაიწყო ქალაქის ისტორიული ნაწილის რესტავრაცია, გზების შეკეთება და მოძველებული კომუნიკაციების გამოცვლა, ქალაქში არქიტექტურის თანამედროვე ძეგლები გაჩნდა.
უგულავა ასევე პირველი მერი აღმოჩნდა, რომელიც ქალაქის მართვის დროს ჩადენილი კანონდარღვევებისთვის ციხეში ჩასვეს. მას შემდეგ, რაც უგულავა საპატიმროში აღმოჩნდა, მის მოვალეობას რამდენიმე თვის განმავლობაში პირველი ვიცე-მერი სევდია უგრეხელიძე ასრულებდა.
© photo: Sputnik / Stringerგიგი უგულავა
Гиги Угулава - Sputnik საქართველო, 1920, 30.10.2021
გიგი უგულავა
დავით ნარმანია
დავით ნარმანია თბილისის მერად 2013 წელს აირჩიეს. იგი იყო იმ დროს ახალი მმართველი ძალის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პირველი წარმომადგენელი.
საქართველოს დედაქალაქისთვის შეიქმნა პირველი გენერალური გეგმა, დაიწყო ავტომობილების მოძრაობის სისტემის გამოცვლა, გაჩნდა პირველი ველობილიკები, დაიწყო ისტორიული ძეგლების აქტიური რესტავრაცია და დედაქალაქში გაჩნდა პირველი ტურისტული ინფრასტრუქტურა. გარდა ამისა, დედაქალაქში პუშკინის ქუჩაზე პირველი ესტაკადა გაიხსნა.
© photo: Sputnik / Stringerდავით ნარმანია
Давид Нармания председатель Национальной регулирующей комиссии по энергетике и водоснабжению Грузии - Sputnik საქართველო, 1920, 30.10.2021
დავით ნარმანია
კახა კალაძე
2017 წელს ნარმანია არჩევნებში გამარჯვებულმა კახა კალაძემ შეცვალა, რომელმაც ქალაქის განვითარებას არნახული მასშტაბი შეძინა.
კალაძის დროს სრულად შეკეთდა ჭავჭავაძის გამზირი და თბილისის საერთაშორისო აეროპორტისკენ მიმავალი გზატკეცილი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ახალი, ეკოლოგიურად უფრო სუფთა ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით შეიცვალა, გარემონტდა პარკები, საფუძველი ჩაეყარა მასშტაბურ პროექტებს, შეიცვალა სატრანსპორტო სქემა, აშენდა ახალი გზები.
გარდა ამისა, კალაძის მმართველობის დროს დიდი ყურადღება ეთმობა ეკოლოგიას. ქალაქში გაჩნდა ნარჩენების დასახარისხემებლი ურნები, ელექტრომობილების დასატენი სადგურები, ეკოტრანსპორტით მოძრაობის შესაძლებლობა.
© press-service of Georgian Dreamკახა კალაძე
Каха Каладзе - Sputnik საქართველო, 1920, 30.10.2021
კახა კალაძე
ყველა ახალი ამბავი
0