https://sputnik-georgia.com/20211030/sss-nika-meliaze-tavdasxmis-faqtze-gamozieba-daiwyo-261645758.html
შსს: ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
შსს: ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
Sputnik საქართველო
საარჩევნო უბანზე დაპირისპირების დროს, მერობის კანდიდატ ნიკა მელიას დაუდგენელმა პირმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. 30.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-30T21:46+0400
2021-10-30T21:46+0400
2021-11-01T10:56+0400
არჩევნები 2021
ახალი ამბები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
შემთხვევები საქართველოში
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/1e/261625176_0:3:1280:723_1920x0_80_0_0_441c85f6f197ee7c55848095f14b9092.jpg
თბილისი, 30 ოქტომბერი - Sputnik. შსს-ში ისნის 62-ე საარჩევნო უბანში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.ვაზისუბნის 62-ე საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ დეპუტატი ბექა დავითულიანი და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატი ნიკა მელია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც უბანზე შუქი ჩაქრა და ადგილზე ნიკა მელია მივიდა.უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც საარჩევნო უბნის მიმდებარედ ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.დღეს საქართველოს მოსახლეობა 20 მერს და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევდა. როგორც მერების, ისე საკრებულოს დეპუტატების არჩევა პირდაპირი კენჭისყრით მოხდა.20 მერის სავარძლისთვის 40 კანდიდატი იბრძოდა. თითოეულ ქალაქში გამარჯვებული გახდება ის კანდიდატი, რომელიც ამომრჩეველთა ყველაზე მეტ ხმას მიიღებს.
https://sputnik-georgia.com/20211030/rustavi-2-is-egzitpoli-vin-gaimarjva-261642294.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/1e/261625176_68:0:1204:852_1920x0_80_0_0_f5058c6af9089670fa1ea1397ca34479.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, შემთხვევები საქართველოში, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, შემთხვევები საქართველოში, პოლიტიკა საქართველოში
შსს: ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
21:46 30.10.2021 (განახლებულია: 10:56 01.11.2021) საარჩევნო უბანზე დაპირისპირების დროს, მერობის კანდიდატ ნიკა მელიას დაუდგენელმა პირმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
თბილისი, 30 ოქტომბერი - Sputnik. შსს-ში ისნის 62-ე საარჩევნო უბანში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ
განცხადებაში.
ვაზისუბნის 62-ე საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ დეპუტატი ბექა დავითულიანი და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატი ნიკა მელია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც უბანზე შუქი ჩაქრა და ადგილზე ნიკა მელია მივიდა.
„საარჩევნო უბანში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება, რა დროსაც ამ დრომდე დაუდგენელმა პირმა ნიკანორ მელიას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც საარჩევნო უბნის მიმდებარედ ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.
დღეს საქართველოს მოსახლეობა 20 მერს და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევდა. როგორც მერების, ისე საკრებულოს დეპუტატების არჩევა პირდაპირი კენჭისყრით მოხდა.
20 მერის სავარძლისთვის 40 კანდიდატი იბრძოდა. თითოეულ ქალაქში გამარჯვებული გახდება ის კანდიდატი, რომელიც ამომრჩეველთა ყველაზე მეტ ხმას მიიღებს.