Предвыборная агитация. Европейская Грузия проводит встречи с избирателями. Флаги Грузии и НАТО - Sputnik საქართველო, 1920
არჩევნები 2021
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. კენჭისყრის შედეგების თანახმად, ზოგ ქალაქსა და რაიონში მეორე ტურის ჩატარება გახდა აუცილებელი. 30 ოქტომბერს ქვეყნის მოსახლეობა 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს.

საოლქო საარჩევნო კომისიებში 100–მდე საჩივარი შევიდა

© photo: Sputnik / Stringerნათია იოსელიანი
ნათია იოსელიანი - Sputnik საქართველო, 1920, 30.10.2021
გამოწერა
30 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ტარდება. ქვეყნის მოსახლეობა 20 მერს და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს.
თბილისი, 30 ოქტომბერი - Sputnik. ამ დროისათვის საოლქოსაარჩევნო კომისიებში კენჭისყრის პროცესთან დაკავშირებით 97 საჩივარია შესული, განაცხადა ცესკოს პრეს–სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე.
იოსელიანის განმარტებით, 97 საჩივრიდან 40 - დამკვირვებლების, ხოლო 57 საარჩევნოსუბიექტების მიერარის წარდგენილი.
„მათი უმრავლესობა ძირითადად პროცედურულ ხარვეზებს შეეხება. საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს ჩართულ მხარეებს, საარჩევნო სუბიექტებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, დაიცვან კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიებთან დაკავშირებით განცხადება/საჩივრების წარდგენის წესი“, - განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა.
კერძოდ, „საარჩევნო კოდექსის“ მიხედვით, უფლებამოსილმა პირებმა კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიებთან დაკავშირებული განცხადება/საჩივარი უნდა წარადგინონ საუბნო საარჩევნო კომისიაში. განცხადება/საჩივრის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარდგენის შემთხვევაში ის განუხილველი დარჩება.
საარჩევნო უბანი - Sputnik საქართველო, 1920, 30.10.2021
არჩევნები 2021
ზეწოლა და „კარუსელი": ოპოზიცია არჩევნებზე დაფიქსირებულ დარღვევებზე საუბრობს
საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, განცხადება/საჩივართან დაკავშირებული საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში ორი დღის ვადაში. ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრების გამო საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ცესკოში გასაჩივრების შემთხვევაში განცხადება/საჩივარი განუხილველი რჩება.
დღეს საქართველოს მოსახლეობა 20 მერს და 42 მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს. ამ დროისთვის ხმა უკვე 825.129 ამომრჩეველმა მისცა. რეგიონების მიხედვით ყველაზე მაღალი აქტივობა პირველი ტურის მსგავსად კვლავ რაჭა-ლეჩხუმშია და 52,8%-ს შადგენს. ყველაზე დაბალი აქტივობა – 33,9% მცხეთა-მთიანეთშია.
თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური საქართველოში 2 ოქტომბერს ჩატარდა.
ყველა ახალი ამბავი
0