https://sputnik-georgia.com/20211030/sad-seiyvana-specrazmi-cixeebis-administraciam-261635724.html
სად შეიყვანა სპეცრაზმი ციხეების ადმინისტრაციამ
სად შეიყვანა სპეცრაზმი ციხეების ადმინისტრაციამ
Sputnik საქართველო
მედიაში დღეს გავრცელებულ კადრებს, სადაც ჩანდა, თუ როგორ შედიოდა რუსთავის N12 ციხეში სპეცდანიშნულების რაზმი, სპეციალური პენიტეციური სამსახურიც გამოეხმაურა. 30.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-30T17:21+0400
2021-10-30T17:21+0400
2021-10-30T17:47+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/15/261367404_0:97:1280:817_1920x0_80_0_0_3e44b887d302bb582d8a2ed707f7811d.jpg
თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. სპეციალური პენიტენციური სამსახური არ ადასტურებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას რუსთავის იმ ციხის ტერიტორიაზე, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, სპეცდანიშნულების რაზმის შეყვანის თაობაზე.მედიაში დღეს გავრცელდა კადრები, სადაც ჩანდა თუ როგორ შედიოდა რუსთავის N12 ციხეში სპეცდანიშნულების რაზმი, ამის შემდეგ გაჩნდა ვარაუდი, რომ ეს თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს და მოსალოდნელ არეულობებს უკავშირდებოდა, რომლის გამოც რუსთავის ციხესთან ხელისუფლებამ უსაფრთხოების ნორმების გაძლიერება გადაწყვიტა.სამსახურის ინფორმაციით, კადრები, რომელიც მედიაში გავრცელდა, არის არა N12 დაწესებულების ტერიტორია, არამედ რუსთავში მდებარე სპეციალური პენიტენციური სამსახურის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ბაზა.უწყებაში აღნიშნავენ, რომ სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 1 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალურად დაცვის მიზნით გამოეყო დამატებითი ძალები, რომელიც განთავსებული არის სწორედ ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ბაზაზე.„გავრცელებულ კადრებშიც სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროს დამატებითი ძალების როტაციის პროცესია ასახული და რაიმე განსაკუთრებული მობილიზება N12 დაწესებულების მიმდებარედ არ ხდება“, - წერია განცხადებაში.მანამდე მედიაში გავრცელებულ კადრებს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ რუსთავის N12 ციხესთან პოლიციის დანაყოფების მობილიზება უსაფრთხოების მიზნით ხდებოდა.„სპეციალური პენიტენციური სამსახურის რუსთავის N12 დაწესებულების გარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების მიზნით დგანან პოლიციის დანაყოფები. ბუნებრივია, პერიოდულად ხდება თანამშრომელთა როტაცია და დღესაც სწორედ როტაციის დროს გადაიღეს მედიასაშუალებებმა ამ გადაადგილების ამსახველი ვიდეოკადრები“, - განაცხადეს უწყებაში.მიხეილ სააკაშვილი 29 სექტემბერს უკრაინიდან საქართველოში არალეგალურად დაბრუნდა და 1 ოქტომბერს ის თბილისში დააკავეს. საქართველოში ექს-პრეზიდენტი რამდენიმე სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტია და ამჟამად რუსთავის ციხეში იმყოფება. სააკაშვილი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს და გათავისუფლების მოთხოვნით 30-ე დღეა შიმშილობს.
https://sputnik-georgia.com/20211030/sss-specrazmi-rustavis-cixesi-ganmarteba-261630845.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/15/261367404_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_9489c3397c069640e3a913f084fdfd3e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო
საზოგადოება, ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო
სად შეიყვანა სპეცრაზმი ციხეების ადმინისტრაციამ
17:21 30.10.2021 (განახლებულია: 17:47 30.10.2021) მედიაში დღეს გავრცელებულ კადრებს, სადაც ჩანდა, თუ როგორ შედიოდა რუსთავის N12 ციხეში სპეცდანიშნულების რაზმი, სპეციალური პენიტეციური სამსახურიც გამოეხმაურა.
თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. სპეციალური პენიტენციური სამსახური არ ადასტურებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას რუსთავის იმ ციხის ტერიტორიაზე, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, სპეცდანიშნულების რაზმის შეყვანის თაობაზე.
მედიაში დღეს გავრცელდა კადრები, სადაც ჩანდა თუ როგორ შედიოდა რუსთავის N12 ციხეში სპეცდანიშნულების რაზმი, ამის შემდეგ გაჩნდა ვარაუდი, რომ ეს თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს და მოსალოდნელ არეულობებს უკავშირდებოდა, რომლის გამოც რუსთავის ციხესთან ხელისუფლებამ უსაფრთხოების ნორმების გაძლიერება გადაწყვიტა.
„გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს N12 დაწესებულების ტერიტორიაზე განსაკუთრებული მობილიზებაა და ხდება სპეცრაზმისა და პოლიციის კოლონების შეყვანა, სიმართლეს არ შეესაბამება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი მცდელობაა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ
განცხადებაში.
სამსახურის ინფორმაციით, კადრები, რომელიც მედიაში გავრცელდა, არის არა N12 დაწესებულების ტერიტორია, არამედ რუსთავში მდებარე სპეციალური პენიტენციური სამსახურის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ბაზა.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 1 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალურად დაცვის მიზნით გამოეყო დამატებითი ძალები, რომელიც განთავსებული არის სწორედ ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ბაზაზე.
„გავრცელებულ კადრებშიც სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროს დამატებითი ძალების როტაციის პროცესია ასახული და რაიმე განსაკუთრებული მობილიზება N12 დაწესებულების მიმდებარედ არ ხდება“, - წერია განცხადებაში.
მანამდე მედიაში გავრცელებულ კადრებს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ რუსთავის N12 ციხესთან პოლიციის დანაყოფების მობილიზება უსაფრთხოების მიზნით ხდებოდა.
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის რუსთავის N12 დაწესებულების გარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების მიზნით დგანან პოლიციის დანაყოფები. ბუნებრივია, პერიოდულად ხდება თანამშრომელთა როტაცია და დღესაც სწორედ როტაციის დროს გადაიღეს მედიასაშუალებებმა ამ გადაადგილების ამსახველი ვიდეოკადრები“, - განაცხადეს უწყებაში.
მიხეილ სააკაშვილი 29 სექტემბერს უკრაინიდან საქართველოში არალეგალურად დაბრუნდა და 1 ოქტომბერს ის თბილისში დააკავეს. საქართველოში ექს-პრეზიდენტი რამდენიმე სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტია და ამჟამად რუსთავის ციხეში იმყოფება. სააკაშვილი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს და გათავისუფლების მოთხოვნით 30-ე დღეა შიმშილობს.