„რაც ყველაზე უპატიებელია, ცემდეს ჩოგნით საკუთარ ოჯახის წევრს...“ -დოროყაშვილი ბასილაშვილზე

© Facebook / Nini Ninuca Photographyნეკა დოროყაშვილი
ნეკა დოროყაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 30.10.2021
გამოწერა
ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება. როგორც იცით, მმართველი პარტიის Facebook -ის გვერდზე გავრცელდა ვიდეო, სადაც ცნობილი ჩოგბურთელი არჩევნების მეორე ტურში თბილისის მერობის კანდიდატ კახა კალაძეს მხარდაჭერას უცხადებს.
აღნიშნული დოროყაშვილს უყურადღებოდ არ დაუტოვებია. მისი თქმით, ეს ადამიანი ბრალდებულია მეტად სამარცხვინო საქმეებზე, ლაჩრულ და არაკაცურ ქმედებებში, ამჟამად მიმდინარეობს სასამართლო პროცესები მის წინააღმდეგ, თან 1 კი არა 4 სხვადასხვა დავა, მათ შორის, 1 ყოფილ ცოლთან და 2 საკუთარ ღვიძლ შვილთან, 6 წლის ბავშვთან და ასეთ დროს ნებისმიერი პასუხისმგებლიანი სახელმწიფო მოხელეები და პარტიები ევროპასა და ამერიკაში ცდილობენ იყვნენ მეტად თავშეკავებულები და არ იყენებენ ბრალდებულებს 4 სხვადასხვა სასამართლო პროცესით სხვადასხვა მხარეებთან თავიანთ პიარ და საარჩევნო კამპანიაში.
„ბრმა-ყრუობის ხანაა?! თუ მონობის პერიოდია რომ ვინმესი ბრმად ირწმუნო და არფრის არ გჯეროდეს ვითომ ანგელოზია, ამ დროს კი ის გარშემომყოფებს არასწორად ექცეოდეს, შეურაცხყოფას აყენებდეს, უსამართლოდ მოქმედებდეს, არღვევდეს შეთანხმებებს და რაც ყველაზე უპატიებელია ცემდეს ჩოგნით საკუთარ ოჯახის წევრს. შენ კი იდგე და გაიძახედე, არ მჯერაო. ვინმეს ფეხი არ დაუცდეს და რამე არ მიქაროს, მითუმეტეს თუ საქმეში ჩახედული არ ხართ, ძალადობის კადრები არ გინახავთ. ცოცხები ცოცხებიო რომ გაიძახით, ჩოგნები ჩოგნებიო უნდა გაძახებინოთ. ჩამოყალიბდით ხალხო, დემოკრატია გინდათ და ევროპა, თუ ძალადობაში და მონობაში ცხოვრება ზიმბამბვეს დონეზე“, - წერს დოროყაშვილი.
საზოგადოებამ იცის ნეკა დოროყაშვილის ოჯახური დავის შესახებ ყოფილ მეუღლესთან. წყვილი განქორწინებულია და ერთი შვილი ჰყავს. ნეკასა და ნიკოლოზს შორის, ქონებრივ დავასთან ერთად, ფიზიკური დაპირისპირების შესახებ დავაც მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0