თურნავამ პირადად გადაუხადა მადლობა „რუსთავის აზოტის“ თანამშრომლებს გაწეული სამუშაოსთვის

© Ministry of Economy and Sustainable Development of Georgiaნათია თურნავა „რუსთავის აზოტში“
ნათია თურნავა „რუსთავის აზოტში“ - Sputnik საქართველო, 1920, 30.10.2021
გამოწერა
დღესდღეობით უმნიშვნელოვანესი ქარხანაში დასაქმებულებისთვის შრომის პირობების და ანაზღაურების გაუმჯობესებაა, განაცხადა მინისტრმა.
თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პირადად გადაუხადა მადლობა „რუსთავის აზოტის“ თანამშრომლებს სამედიცინო ჟანგბადის წარმოების მიმართულებით გაწეული სამუშაოსთვის და ისინი სიგელებით დააჯილდოვა, ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.
რუსთავში მინერალური სასუქებისა და ინდუსტრიული ქიმიკატების მწარმოებელი საწარმო დღეისათვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საწარმოა საქართველოში. იქ 2.000-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული, მათი 99 პროცენტი ადგილობრივი მცხოვრებია.
ერთ-ერთი პროდუქტი, რომელსაც „აზოტი“ აწარმოებს, სამედიცინო ჟანგბადია. მისი წარმოება განსაკუთრებით აქტუალური კორონავირუსის პანდემიის პერიოდში გახდა და შიდა წარმოების წყალობით ქვეყნის მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილება გახდა შესაძლებელი.
მინისტრმა საამქროები მოინახულა და აღნიშნა, რომ დღესდღეობით მნიშვნელოვანი ქარხანაში დასაქმებულების შრომის პირობების და ანაზღაურების გაუმჯობესებაა. ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, მიმდინარე წელს თანამშრომლების ხელფასი საშუალოდ 25 პროცენტით გაიზარდა.
თურნავამ ასევე აღნიშნა შრომის პირობების გაუმჯობესების პერსპექტივები. ერთ-ერთ საამქროში უკვე დამონტაჟდა ავტომატური ჩამტვირთველი, რის შემდეგაც ადამიანებს აღარ უწევთ დატვირთული ტომრების ზიდვა.
„რუსთავის აზოტი“ მინერალური სასუქებისა და ინდუსტრიული ქიმიკატების უდიდესი მწარმოებელია. კომპანიის პროდუქცია იყიდება როგორც ქართულ ბაზარზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
2021 წლის გაზაფხულზე ქარხანაში დიდი გაფიცვა იყო. თანამშრომლები ხელფასების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვდნენ. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ მათ ხელმძღვანელობასთან ხელფასების გაზრდაზე შეთანხმებას მიაღწიეს.
ყველა ახალი ამბავი
0