https://sputnik-georgia.com/20211030/meore-turi-daiwyo-arcevnebis-261613459.html
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური იწყება
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური იწყება
Sputnik საქართველო
საქართველოს მოქალაქეებს საარჩევნო უბნებზე საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად ზუსტად 12 საათი ექნებათ 30.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-30T08:10+0400
2021-10-30T08:10+0400
2021-10-30T12:59+0400
ახალი ამბები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
არჩევნები 2021
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23783/83/237838384_0:98:2000:1223_1920x0_80_0_0_5a82392ce0d0fb97f7f17d08c2014756.jpg
თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში მერებისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატების არჩევნების მეორე ტური იწყება – ზუსტად 08:00 საათზე ქვეყანაში ყველა საარჩევნო უბანი გაიხსნება.ქვეყნის მოსახლეობა 20 მერს და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევს.ქვეყანაში მეორე ტურისთვის გაიხსნება 1.830 საარჩევნო უბანი. ამასთან, პენიტენციურ დაწესებულებებში ექვსი და კოვიდ-ცენტრებში, საკარანტინო სივრცეებსა და თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის 29 სპეციალური საარჩევნო უბანი.ერთიან საარჩევნო სიაში 2.088.722 ადამიანია. ყველაზე მეტი ამომრჩეველი თბილისშია 1.002.900.არჩევნები ამომრჩევლის ნებისმიერი აქტივობის შემთხვევაში ჩაითვლება ჩატარებულად.კორონავირუსის პანდემიაკორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, არჩევნები განსაკუთრებული წესებით ჩატარდება – ამომრჩევლები საარჩევნო უბნებზე უნდა გამოცხადდნენ პირბადით, კომისიის წევრები, დამკვირვებლები და მედიის წარმომადგენლები საარჩევნო უბანზე მისვლისას გაივლიან თერმოსკრინინგს და ჩაიტარებენ ანტიგენის სწრაფ ტესტს. საარჩევნო უბანზე კომისიის წევრები იქნებიან პირბადით, დამცავი ფარითა და ერთჯერადი ხელთათმანებით.არჩევნებში მონაწილე პირები20 მერის სავარძლისთვის 40 კანდიდატი იბრძოლებს. თითოეულ ქალაქში გამარჯვებული გახდება ის კანიდატი, რომელიც ამომრჩეველთა ყველაზე მეტ ხმას მიიღებს.რაც შეეხება მაჟორიტარი დეპუტატების არჩევნებს, ამ შემთხვევაშიც სქემა იგივეა. თითოეულ რაიონში წარმოდგენილია ორი კანდიდატი და გაიმარჯვებს ის, რომელიც მოწინააღმდეგეზე უფრო მეტ ხმას მიიღებს.დამკვირვებლები და მედიაარჩევნების პროცესს პარტიების 5.309 წარმომადგენელი, 100 ადგილობრივი ორგანიზაციის 35.198 დამკვირვებელი და 52 საერთაშორისო ორგანიზაციის 1.102 წარმომადგენელი დააკვირდება.თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს 119 მედიასაშუალების 3.711 ჟურნალისტი და ოპერატორი გააშუქებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23783/83/237838384_120:0:1881:1321_1920x0_80_0_0_9a72a3af742dae3ead3c29ab8624b26e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური იწყება
08:10 30.10.2021 (განახლებულია: 12:59 30.10.2021) საქართველოს მოქალაქეებს საარჩევნო უბნებზე საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად ზუსტად 12 საათი ექნებათ
თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში მერებისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატების არჩევნების მეორე ტური იწყება – ზუსტად 08:00 საათზე ქვეყანაში ყველა საარჩევნო უბანი გაიხსნება.
ქვეყნის მოსახლეობა 20 მერს და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევს.
ქვეყანაში მეორე ტურისთვის გაიხსნება 1.830 საარჩევნო უბანი. ამასთან, პენიტენციურ დაწესებულებებში ექვსი და კოვიდ-ცენტრებში, საკარანტინო სივრცეებსა და თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის 29 სპეციალური საარჩევნო უბანი.
ერთიან საარჩევნო სიაში 2.088.722 ადამიანია. ყველაზე მეტი ამომრჩეველი თბილისშია 1.002.900.
არჩევნები ამომრჩევლის ნებისმიერი აქტივობის შემთხვევაში ჩაითვლება ჩატარებულად.
კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, არჩევნები განსაკუთრებული წესებით ჩატარდება – ამომრჩევლები საარჩევნო უბნებზე უნდა გამოცხადდნენ პირბადით, კომისიის წევრები, დამკვირვებლები და მედიის წარმომადგენლები საარჩევნო უბანზე მისვლისას გაივლიან თერმოსკრინინგს და ჩაიტარებენ ანტიგენის სწრაფ ტესტს. საარჩევნო უბანზე კომისიის წევრები იქნებიან პირბადით, დამცავი ფარითა და ერთჯერადი ხელთათმანებით.
არჩევნებში მონაწილე პირები
20 მერის სავარძლისთვის 40 კანდიდატი იბრძოლებს. თითოეულ ქალაქში გამარჯვებული გახდება ის კანიდატი, რომელიც ამომრჩეველთა ყველაზე მეტ ხმას მიიღებს.
რაც შეეხება მაჟორიტარი დეპუტატების არჩევნებს, ამ შემთხვევაშიც სქემა იგივეა. თითოეულ რაიონში წარმოდგენილია ორი კანდიდატი და გაიმარჯვებს ის, რომელიც მოწინააღმდეგეზე უფრო მეტ ხმას მიიღებს.
არჩევნების პროცესს პარტიების 5.309 წარმომადგენელი, 100 ადგილობრივი ორგანიზაციის 35.198 დამკვირვებელი და 52 საერთაშორისო ორგანიზაციის 1.102 წარმომადგენელი დააკვირდება.
თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს 119 მედიასაშუალების 3.711 ჟურნალისტი და ოპერატორი გააშუქებს.