Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

კოვიდ-სტატისტიკა რეგიონების მიხედვით

© photo: Sputnik / Stringerადამიანები პირბადეებით
ადამიანები პირბადეებით - Sputnik საქართველო, 1920, 30.10.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.610-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 715.865-ს მიაღწია.
თბილისი, 30 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი 4.610 კორონავირუსის შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1.663 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი კახეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი - 871, კახეთი - 577, ქვემო ქართლი - 324, შიდა ქართლი - 324, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 316, აჭარა - 154, სამცხე-ჯავახეთი -133, გურია - 118, მცხეთა-მთიანეთი - 83, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 47.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2.624 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 655.129-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 42 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 10.003 -ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 50.707 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 6.377 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 2.407, იმერეთში - 1.345, აჭარაში - 522.
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 30.10.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
COVID-19 საქართველოში: ბოლო მონაცემები – 30 ოქტომბერი
1.593 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 332 პირი, მათგან თბილისში – 175, აჭარაში - 42, იმერეთში - 31. კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 1.086 ადამიანი, მათ შორის 682 - თბილისში, 188 - აჭარაში. 43.244 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 46ადამიანი. მათ შორის, თბილისში – 41, ხოლო აჭარაში – ხუთი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 37.404 ადამიანი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.610-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 715.865-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0