https://sputnik-georgia.com/20211030/garibashvili-gilocavt-meore-turis-dasrulebas-261643725.html
ღარიბაშვილი: გილოცავთ მეორე ტურის გამარჯვებით დასრულებას
ღარიბაშვილი: გილოცავთ მეორე ტურის გამარჯვებით დასრულებას
Sputnik საქართველო
დღეს ქვეყნის მოსახლეობა 20 მერს და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევდა. როგორც მერების, ისე საკრებულოს დეპუტატების არჩევა პირდაპირი კენჭისყრით მოხდა. 30.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-30T20:35+0400
2021-10-30T20:35+0400
2021-10-30T20:35+0400
არჩევნები 2021
პოლიტიკა
ახალი ამბები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/03/260163950_0:452:1459:1273_1920x0_80_0_0_d956e4c99c7356c361def271c4ea727a.jpg
თბილისი, 30 ოქტომბერი - Sputnik. წინასწარი მონაცემებით ყველა მუნიციპალიტეტში გავიმარჯვეთ, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ლიდერობს, ასეთია ეგზიტპოლის შედეგები, რომელიც ამერიკულმა კომპანია GORBI–მ ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩაატარა. წინასწარი მონაცემებით, კალაძემ ამომრჩეველთა ხმების 57,2%, მისმა მთავარ მოწინააღმდეგემ, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ კი 42,8% მიიღო. კომპანიის მიერ თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში ჩატარებული კვლევის შედეგებით, ოთხივე ქალაქში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი იმარჯვებს.ირაკლი ღარიბაშვილმა ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა არჩევნებში მონაწილეობისთვის.მმართველი პარტიის ლიდერები გამარჯვებას უკვე ზეიმობენ. ისინი პარტიის ოფისთან არიან შეკრებილები.დღეს საქართველოს მოსახლეობა 20 მერს და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევდა. როგორც მერების, ისე საკრებულოს დეპუტატების არჩევა პირდაპირი კენჭისყრით მოხდა.20 მერის სავარძლისთვის 40 კანდიდატი იბრძოდა. თითოეულ ქალაქში გამარჯვებული გახდება ის კანიდატი, რომელიც ამომრჩეველთა ყველაზე მეტ ხმას მიიღებს.
https://sputnik-georgia.com/20211030/kobaxidze-yvela-municipalitetshi-vimarjvebt-261640755.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/03/260163950_157:425:1382:1344_1920x0_80_0_0_e50ad41014a302b621cc7611bac001bc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, საქართველო
პოლიტიკა, ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, საქართველო
ღარიბაშვილი: გილოცავთ მეორე ტურის გამარჯვებით დასრულებას
დღეს ქვეყნის მოსახლეობა 20 მერს და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევდა. როგორც მერების, ისე საკრებულოს დეპუტატების არჩევა პირდაპირი კენჭისყრით მოხდა.
თბილისი, 30 ოქტომბერი - Sputnik. წინასწარი მონაცემებით ყველა მუნიციპალიტეტში გავიმარჯვეთ, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ლიდერობს, ასეთია ეგზიტპოლის შედეგები, რომელიც ამერიკულმა კომპანია GORBI–მ ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩაატარა. წინასწარი მონაცემებით, კალაძემ ამომრჩეველთა ხმების 57,2%, მისმა მთავარ მოწინააღმდეგემ, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ კი 42,8% მიიღო.
კომპანიის მიერ თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში ჩატარებული კვლევის შედეგებით, ოთხივე ქალაქში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი იმარჯვებს.
ირაკლი ღარიბაშვილმა ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა არჩევნებში მონაწილეობისთვის.
„გილოცავთ მეორემ ტურის გამარჯვებით დასრულებას. მადლობა ჩვენს ხალხს და მხარდამჭერებს. მშვიდ და კარგად ჩატარდა არჩევნები და წინასწარი მონაცემების მიხედვით ყველა მუნიციპალიტეტში გავიმარჯვეთ. მინდა, მივულოცო კახა კალაძეს გამარჯვება თბილისის მერის თანამდებობაზე. ასევე მინდა, მივულოცო ყველა მერს, ყველა ჩვენს კანდიდატს, მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ “, - განაცხადა პრემიერმა.
მმართველი პარტიის ლიდერები გამარჯვებას უკვე ზეიმობენ. ისინი პარტიის ოფისთან არიან შეკრებილები.
დღეს საქართველოს მოსახლეობა 20 მერს და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევდა. როგორც მერების, ისე საკრებულოს დეპუტატების არჩევა პირდაპირი კენჭისყრით მოხდა.
20 მერის სავარძლისთვის 40 კანდიდატი იბრძოდა. თითოეულ ქალაქში გამარჯვებული გახდება ის კანიდატი, რომელიც ამომრჩეველთა ყველაზე მეტ ხმას მიიღებს.