61 წლის კაცს ჩხრეკისას დიდი რაოდენობით იარაღი და ფული აღმოაჩნდა

© photo: Sputnik / Anton Vergun / გადასვლა მედიაბანკშიტყვიები
ტყვიები - Sputnik საქართველო, 1920, 29.10.2021
გამოწერა
ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.
თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. პოლიციამ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისში 61 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2021
შსს-მ იარაღის მორიგი პარტია ამოიღო: დაკავებულია ორი პირი
პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი, 9 ვაზნა და პნევმატური პისტოლეტი, ასევე ფული 11.200 დოლარი, 50 ევრო და 3.695 ლარი ნივთმტკიცებად ამოიღო.
პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა სოფელ კრწანისშიც, დაკავებულის საცხოვრებელ სახლში, სადაც სამართალდამცველებმა საბრძოლო ხელყუმბარა და ე.წ. ამფეთქი ფალია ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ჩხრეკა ჩატარდა დაკავებულის საკუთრებაში არსებულ კიდევ ერთ სახლში, რომელიც თბილისში მდებარეობს. შედეგად პოლიციამ ნივთმტკიცებად „ტტ“-ს 3 პისტოლეტი, „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი, „კომპაქტის“ და „არკუსის“ მოდელების ორი პისტოლეტი, „გეკოს“ ტიპის ორი იარაღი, ოთხი სანადირო გლუვლულიანი თოფი და სამი შაშხანა, სასწავლო ხელყუმბარა და სხვადასხვა ტიპის იარაღისთვის განკუთვნილი 4.182 საბრძოლო ვაზნა ამოიღო.
ასევე ნივთმტკიცებად ამოღებულია ფული – 36.700 დოლარის ოდენობით. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.
დაკავებულს 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ყველა ახალი ამბავი
0