https://sputnik-georgia.com/20211029/rogor-gavizomot-saturacia-sworad-saxeldeba-xsiri-secdomebi-261600032.html
როგორ გავიზომოთ სატურაცია სწორად: ექიმი ხშირ შეცდომებს ასახელებს
როგორ გავიზომოთ სატურაცია სწორად: ექიმი ხშირ შეცდომებს ასახელებს
Sputnik საქართველო
სატურაციის გაზომვისას ადამიანები ხშირად უშვებენ შეცდომებს
2021-10-29T16:00+0400
2021-10-29T16:00+0400
2021-10-29T20:28+0400
სასარგებლო რჩევები
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/1d/261599681_128:346:1792:1282_1920x0_80_0_0_366c056d76bfc66822fef43c97ae42c9.jpg
თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. სატურაცია სისხლის ჟანგბადით გაჯერების დონეა, რომელიც სპეციალური მოწყობილობით – პულსოქსიმეტრით იზომება.ამ მოწყობილობას ძალიან ხშირად იყენებენ ახლა, კორონავირუსული პანდემიის პირობებში, როდესაც ადამიანის ჯანმრთელობა სასუნთქი გზების ნორმალურად მუშაობაზეა დამოკიდებული.მისი განმარტებით, არსებობს სატურაციის დაბალი მაჩვენებლის სხვა მიზეზიც — სისხლს შესაძლოა ჰემოგლობინი აკლდეს და ორგანიზმი ამის გამო განიცდიდეს ჟანგბადის ნაკლებობას.სპეციალისტის განმარტებით, სატურაციის ნორმალური მაჩვენებელია:როცა ორგანიზმში სატურაცია იკლებს, ექიმის თქმით, ადამიანს: არ ჰყოფნის ჰაერი, ეუფლება ძილიანობა, ხელებში სიცივის შეგრძნება უმძაფრდება, უჩნდება ჩხვლეტის შეგრძნება კიდურებში, გამუდმებით სუფთა ჰაერზე ყოფნა სურს, უჭირს დახურულ სივრცეებში, განსაკუთრებით მეტროში ყოფნა, ეწყება ქოშინი, გარდა ამისა, შეინიშნება ცნობიერების აღრევა, თავის ტკივილი და სწრაფი გულისცემა.პულსოქსიმეტრის მუშაობის პრინციპიპულსოქსიმეტრს ორი სენსორი აქვს: ერთი მათგანი გარკვეული დიაპაზონის ინფრაწითელ გამოსხივებას გამოსცემს, მეორე კი თითში გამავალ სინათლეს იჭერს.სატურაციის სწორად გაზომვაიმისათვის, რომ ზუსტი მონაცემები მივიღოთ, აუცილებელია ზოგი წესის დაცვა. პულსოქსიმეტრის მონაცემები შეიძლება ზუსტი არ იყოს, თუ:ამასთან სპეციალისტი განმარტავს, რომ თითის კანი, რომელზეც იზომავთ სატურაციას, არ უნდა იყოს გაჭრილი, მით უმეტეს, კოჟრიანი.თუ ადამიანს ერთ თითზე სატურაციის მაჩვენებელი 94-93% აქვს, უკეთესი იქნება, თუ მას სხვა თითებზეც გაიზომავს და მონაცემებს ერთმანეთს შეადარებს. კრიტიკული მაჩვენებელი — 90%-ზე დაბალი რიცხვია.
https://sputnik-georgia.com/20211027/postkoviduri-sindromi-bavsvebsi-261534673.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/1d/261599681_214:297:1527:1282_1920x0_80_0_0_6abdf95e421b1546f956f1539432c6e2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სატურაცია პულსოქსიმეტრი ფილტვები ჰაერის უკმარისობა ჟანგბადი კორონავირუსი covid-19
სატურაცია პულსოქსიმეტრი ფილტვები ჰაერის უკმარისობა ჟანგბადი კორონავირუსი covid-19
თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. სატურაცია სისხლის ჟანგბადით გაჯერების დონეა, რომელიც სპეციალური მოწყობილობით – პულსოქსიმეტრით იზომება.
ამ მოწყობილობას ძალიან ხშირად იყენებენ ახლა, კორონავირუსული პანდემიის პირობებში, როდესაც ადამიანის ჯანმრთელობა სასუნთქი გზების ნორმალურად მუშაობაზეა დამოკიდებული.
„სატურაცია აჩვენებს, რამდენად ეფექტურად მუშაობს სასუნთქი, გულ-სისხლძარღვთა, სისხლწარმოქმნის სისტემები. ეს პულსოქსიმეტრით იზომება. თუ მაჩვენებელი 95-ზე დაბალია, ე.ი. ორგანიზმს ჟანგბადი არ ჰყოფნის“, – აცხადებს მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, კლინიკური ფარმაკოლოგი ანდრეი კონდრახინი.
მისი განმარტებით, არსებობს სატურაციის დაბალი მაჩვენებლის სხვა მიზეზიც — სისხლს შესაძლოა ჰემოგლობინი აკლდეს და ორგანიზმი ამის გამო განიცდიდეს ჟანგბადის ნაკლებობას.
სპეციალისტის განმარტებით, სატურაციის ნორმალური მაჩვენებელია:
დაბლობ ადგილებში მცხოვრებლებისთვის — 96-100%;
მთის მოსახლეობისთვის ოდნავ დაბალი — 95-100%.
როცა ორგანიზმში სატურაცია იკლებს, ექიმის თქმით, ადამიანს: არ ჰყოფნის ჰაერი, ეუფლება ძილიანობა, ხელებში სიცივის შეგრძნება უმძაფრდება, უჩნდება ჩხვლეტის შეგრძნება კიდურებში, გამუდმებით სუფთა ჰაერზე ყოფნა სურს, უჭირს დახურულ სივრცეებში, განსაკუთრებით მეტროში ყოფნა, ეწყება ქოშინი, გარდა ამისა, შეინიშნება ცნობიერების აღრევა, თავის ტკივილი და სწრაფი გულისცემა.
პულსოქსიმეტრის მუშაობის პრინციპი
პულსოქსიმეტრს ორი სენსორი აქვს: ერთი მათგანი გარკვეული დიაპაზონის ინფრაწითელ გამოსხივებას გამოსცემს, მეორე კი თითში გამავალ სინათლეს იჭერს.
„ეს სინათლე ჟანგბადით გაჯერებული ერითროციტებისგან ირეკლება და სწორედ მასზე დაყრდნობით შეიძლება სატურაციის დონეზე მსჯელობა“, — ამბობს კონდრახინი.
სატურაციის სწორად გაზომვა
იმისათვის, რომ ზუსტი მონაცემები მივიღოთ, აუცილებელია ზოგი წესის დაცვა. პულსოქსიმეტრის მონაცემები შეიძლება ზუსტი არ იყოს, თუ:
ფრჩხილებზე გისვიათ ლაქი ან გაქვთ დაწებებული ფრჩხილები;
სატურაციის გაზომვისას ადამიანი მოძრაობს;
მოწყობილობის ახლოს ზედმეტად კაშკაშა სინათლის წყაროა (მაგალითად, სანათური);
წნევასა და სატურაციას ერთდროულად იზომავთ;
თითები ნოტიო ან ცივი (გაყინული) გაქვთ.
ამასთან სპეციალისტი განმარტავს, რომ თითის კანი, რომელზეც იზომავთ სატურაციას, არ უნდა იყოს გაჭრილი, მით უმეტეს, კოჟრიანი.
თუ ადამიანს ერთ თითზე სატურაციის მაჩვენებელი 94-93% აქვს, უკეთესი იქნება, თუ მას სხვა თითებზეც გაიზომავს და მონაცემებს ერთმანეთს შეადარებს. კრიტიკული მაჩვენებელი — 90%-ზე დაბალი რიცხვია.