ქართული „მორტალ კომბატი“, ანუ გადამწყვეტი ბრძოლა მერების სავარძლებისთვის

გამოწერა
უკვე 30 ოქტომბერს საქართველოში გადამწყვეტი ბრძოლა გაიმართება ქალაქებისა და რაიონების მერების სავარძლებისთვის. „Sputnik-საქართველო“ წარმოგიდგენთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების მეორე ტურის მთავარ მეტოქეებს საკულტო თამაშ „მორტალ კომბატის“ პაროდიით.
ძირითადი ბრძოლა მეორე ტურში მმართველი პარტიის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატებსა და ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებს შორის გაიმართება.
ვიდეოში ხილულად შეგიძლიათ ნახოთ, ვინ აცხადებს პრეტენზიას ამა თუ იმ ქალაქში მერის სავარძელზე. ჩვენ არც ის სუპერძალა დაგვვიწყებია, რომელიც თამაშის პერსონაჟებს ახასიათებს. ვიდეოში ეს ძალა ამ პოლიტიკური ძალების შემქმნელებისა და სულისჩამდგმელების – ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის სახით არის წარმოდგენილი. ვინ დაამარცხებს მეტოქეს და გაიმარჯვებს გადამწყვეტ ბრძოლაში – ამას მაყურებელი გადაწყვეტს, რომელთა ხმებზეც არის დამოკიდებული ბრძოლის შედეგი.
ყველა ახალი ამბავი
0