პლაზმის ღრუბელი დედამიწისკენ დაიძრა: მოსალოდნელია უძლიერესი მაგნიტური ქარიშხლები

© NASA . Goddard Space Flight Centerგეომაგნიტური ქარიშხალი მზეზე
გეომაგნიტური ქარიშხალი მზეზე - Sputnik საქართველო, 1920, 29.10.2021
გამოწერა
თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. დედამიწისკენ მაგნიტური პლაზმის ღრუბელი მოემართება, რომელიც გუშინ მზეზე ძლიერი აფეთქების შემდეგ გამოიტყორცნა, იუწყება მზის რენტგენული ასტრონომიის ლაბორატორია.
მანამდე ლაბორატორიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხუთშაბათს მზეზე მაქსიმალური სიმძლავრის, Х1.0 კლასის აფეთქება დაფიქსირდა. აფეთქების აქტიურობის ინდექსი ნარინჯისფერი დონის უკიდურესი ზღვრით შეფასდა, ანუ ოდნავ დააკლდა წითელ დონემდე. მოაღწევდა თუ არა პლაზმის ღრუბელი დედამიწამდე, თავიდანვე არ იყო გასაგები, ვინაიდან ეს აფეთქების ტრაექტორიაზეა დამოკიდებული.
გეომაგნიტური ქარიშხალი - Sputnik საქართველო, 1920, 29.10.2021
მსოფლიო დღეს
მზეზე მაქსიმალური, X სიმძლავრის აფეთქება მოხდა: მოაღწევს თუ არა ტალღა დედამიწამდე?
ახლა კი მეცნიერები აცხადებენ, რომ მზის აფეთქების ძირითადი კინეტიკური ენერგიის შემცველი პლაზმის ღრუბლები ჩვენს პლანეტას უახლოვდება.

„მოსალოდნელია, რომ პლაზმისა და დედამიწის მაგნიტური ველის პირველი კონტაქტი 30 ოქტომბრის დილით, დაახლოებით 10:00 საათზე (თბილისის დროით 11:00) მოხდება. ღრუბლის სიჩქარე წამში 800 კილომეტრს აღწევს და, შესაბამისად, მისი დარტყმა დედამიწაზე პლანეტარული მასშტაბის უძლიერეს მაგნიტურ ქარიშხლებს გამოიწვევს“, — აცხადებენ ლაბორატორიის თანამშრომლები.

მათი განმარტებით, ამის შემდეგ დედამიწა ღრუბლის შიგნით დაახლოებით 1,5-2 დღე-ღამის განმავლობაში დარჩება. ამ დროის განმავლობაში პლანეტა სხვადასხვა ინტენსივობის თითქმის უწყვეტ გეომაგნიტურ აღშფოთებებს შეეჯახება.
წინასწარი მონაცემებით, მაგნიტური ქარიშხლების სიმძლავრე სამ და ხუთ ბალს მიაღწევს. თუ მოლოდინი გამართლდა, მაშინ ეს მაგნიტური ქარიშხლები იქნება ყველაზე ძლიერი ბოლო წლების განმავლობაში.
ტექნიკაზე ზემოქმედების თვალსაზრისით, ასეთი ძალის მოვლენისას შეიძლება აუცილებელი გახდეს ენერგეტიკულ სისტემებში ძაბვის კორექცია. გამორიცხული არ არის დაცვის სისტემების ცრუ განგაშები, ასევე კოსმოსური აპარატების ორბიტიდან გაწევა, შეფერხებები თანამგზავრულ ნავიგაციასა და რადიოკავშირში.
ყველა ახალი ამბავი
0