36 წლის კრიშტიანუ რონალდუ საყვარელი ქალისგან ტყუპებს ელოდება

© REUTERS / ALEX PANTLINGკრიშტიანუ რონალდუ
კრიშტიანუ რონალდუ - Sputnik საქართველო, 1920, 29.10.2021
გამოწერა
36 წლის ლეგენდარული ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ და 27 წლის ჯორჯიანა როდრიგესი ტყუპებს ელოდებიან. ამის შესახებ რონალდუმ „ინსტაგრამზე“ დაწერა.
ფოტოზე წყვილი საწოლში წევს, ხელში კი ექოსკოპიის ფოტო უჭირავს. „მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ ჩვენ ტყუპებს ველოდებით, ჩვენი გულები სიყვარულითაა სავსე“, – წერს ფეხბურთელი.
ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის გახდებიან ისინი 6 შვილის მშობლები. ჯორჯიანა და კრიშტიანუ 3 წლის გოგონას ზრდიან, ხოლო სუროგატი დედისგან ფეხბურთელს კიდევ 11 წლის ვაჟი და 4 წლის ტყუპები ჰყავს. წყვილი ერთად 4 წელია ცხოვრობს.
ყველა ახალი ამბავი
0