Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

43 გარდაცვლილი: კოვიდ-სტატისტიკა რეგიონების მიხედვით

© Government of Georgiaეპიდემია
ეპიდემია - Sputnik საქართველო, 1920, 29.10.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.965-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 711.255-ს მიაღწია.
თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი 3.965 კორონავირუსის შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1.416 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი კახეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 753, კახეთი – 427, ქვემო ქართლი – 325, შიდა ქართლი – 290, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 271, აჭარა – 161, გურია – 115, სამცხე-ჯავახეთი – 95 , მცხეთა-მთიანეთი – 78, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 34.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4.627 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 652.505-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 43 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 9.961-ს მიაღწია.
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 29.10.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
3,9 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა: კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 48.763 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 6.330 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 2.392, იმერეთში – 1.347, აჭარაში – 518.
1.581 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 333 პირი, მათგან თბილისში – 175, აჭარაში – 41, იმერეთში – 31. კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 1.059 ადამიანი, მათ შორის 656 – თბილისში, 182 – აჭარაში. 41.374 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 44 ადამიანი. მათ შორის, თბილისში – 41, ხოლო აჭარაში – სამი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 31.826 ადამიანი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.965-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 711.255-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0