პატარა ეშმაკობა: როგორ გავიგოთ ტესტის გარეშე ადამიანი უბრალოდ გაციებულია თუ კოვიდი სჭირს

© AP Photo / Kay Nietfeldკორონავირუსი
კორონავირუსი - Sputnik საქართველო, 1920, 29.10.2021
გამოწერა
თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. ერთი პატარა ეშმაკობაა, რომლითაც გაციება და კოვიდი შეგიძლიათ ერთმანეთისგან გამიჯნოთ ტესტის გარეშე და ეს არის დრო, აცხადებს ვიდეომიმართვაში ექიმი გიორგი ღოღობერიძე.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია – რა დროში გამოვლინდება ნიშნები. ღოღობერიძის თქმით, თუ ადამიანი გაციებულია და მასთან გქონდათ კომუნიკაცია, გაციება დაგეწყებათ კონტაქტიდან 1-2 დღეში, რადგან, როგორც წესი, გაციება კონტაქტიდან 1-2 დღეში ვლინდება. ძალიან იშვიათია, რომ 3-4 დღეში გამოვლინდეს. მაგრამ, თუ ჩვენ გვქონდა კონტაქტი და გასულია საშუალოდ 5 დღე, თუ ამის შემდეგ დაიწყება სიმპტომები, დიდი ალბათობით, ეს კორონავირუსია.
„მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ კოვიდი შეიძლება მეორე დღესაც გამოვლინდეს. დროის ჩარჩო ორიენტაციაში გვეხმარება, მაგრამ ის ზუსტი არ არის. ყველაზე ზუსტი მაინც ტესტის ჩატარებაა. თუმცა, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ტესტი კონტაქტიდან მე-3–მე-5 დღეს უნდა გაკეთდეს და არა უფრო ადრე. ჩემი რჩევაა, კორონავირუსი იქნება თუ გაციება, თუ საქმე ეხება 65 წელს ზემოთ პირებს, ასთმიან ადამიანს, შაქრიანი დიაბეტის მქონე პირებს, მათ, ვისაც აქვს გულის დაავადებები, გამოხატულია ჭარბწონიანობა ან ფეხმძიმედაა, უფრო მეტი ყურდღებით მოვეკიდოთ, რადგან მათ გართულების შედარებით მეტი რისკი აქვთ“, – აცხადებს ექიმი.
მისი თქმით, თუ პაციენტს შეაწუხებს ქოშინი, ექნება ტკივილი მკერდის ძვლის უკან, თავბრუსხვევის სერიოზული განცდა, კრუნჩხვები, ან შარდს არ გამოყოფს, თუ აქვს სიცხე, აულაგდა და მერე ისევ თავიდან დაუბრუნდა, ამ შემთხვევებში აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს.
რაც შეეხება მკურნალობას, გაციებასაც და კოვიდსაც მკურნალობის ერთი და იგივე ტაქტიკა აქვს სახლის პირობებში. თუ ტემპერატურა 38 გრადუსზე მეტია, პაციენტს აძლევენ სიცხის დამწევს. სიცხის დამწევად არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენება ასპირინი, განსაკუთრებით, ბავშვების შემთხვევაში, რადგან ძალიან მაღალია ღვიძლის დაზიანების რისკი. ციტრამონიც შეიცავს ასპირინს და ბავშვებისთვის მისი მიცემა არ შეიძლება.
სიცხის სამართავად მხოლოდ ორი მედიკამენტია გამართლებული. ეს არის იბუპროფენი და პარაცეტამოლი. ორივე დღეში 3-4-ჯერ მიიღება და დოზებს შორის ინტერვალი 4-6 საათი უნდა იყოს.
ყველა ახალი ამბავი
0