„როგორც იქნა, დაეტყო ასაკი?“ – ჯენიფერ ლოპესის ახალ ფოტოებს სოციალურ ქსელებში განიხილავენ

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშიბენ აფლეკი და ჯენიფერ ლოპესი
ბენ აფლეკი და ჯენიფერ ლოპესი - Sputnik საქართველო, 1920, 29.10.2021
გამოწერა
კანადაში, „ნეტფლიქსის“ ფილმ „დედას“ გადაღებები მიმდინარეობს, სადაც მთავარ როლს 52 წლის ჯენიფერ ლოპესი ასრულებს. ის მკვლელის როლში მოგვევლინება. ჯენიფერი იმ ქალბატონთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებმაც წლები შეაჩერეს და ასაკი სრულებით არ ეტყობათ.
მისი ახალგაზრდული სახის კანისა და იერის შესახებ ბევრს საუბრობენ, თუმცა, სულ ცოტა ხნის წინ გადასაღები მოედნიდან მორიგი ფოტოები გავრცელდა, სადაც ლოპესი საკმაოდ შეცვლილი გარეგნობით გამოჩნდა. აღნიშნულმა ფაქტმა ინტერნეტ-სივრცეში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

„ეს გრიმია თუ ბოლოს და ბოლოს ასაკი დაეტყო?“, „ჯეი ლოს ნაოჭები აქვს?“„რა სხვანაირად გამოიყურება?“ – წერენ კომენტარებში.

საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ მას არაერთი პლასტიკური ოპერაცია აქვს გაკეთებული და ბოტოქსის ინექციას რეგულარულად იკეთებს, თუმცა ამას მსახიობი კატეგორიულად უარყოფს. რამდენიმე თვის წინ ჯეი ლომ „ინსტაგრამზე“ ვიდეო გაავრცელა, რომელშიც საკუთარი კოსმეტიკის ბრენდის JLo Beauty სახის ნიღაბს უწევს რეკომენდაციას.
პოსტის კომენტარებში არაერთმა ხელმომწერმა დაწერა, რომ ის საზოგადიოებას ატყუებს, რადგან სახეზე ბოტოქსის ინექციის კვალი აშკარად ეტყობა. „საუბრის დროს შუბლი არ გიმოძრავებს და გაშეშებული მიმიკა გაქვს“, – დაწერა ერთ-ერთმა კომენტატორმა.
ამის შემდეგ ჯეი ლომ საკუთარ პოსტზე კომენტარი თავადაც დაწერა და ბრალდებას უპასუხა: „ეს ჩემი ბუნებრივი სახეა, საკმარისია ჩემი ტყუილში დადანაშაულება, მემილიონედ ვამბობ, არც ბოტოქსი გამიკეთებია და არც პლასტიკური ოპერაცია. ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ, ნუ გაფლანგავთ დროს იმის მცდელობაში, რომ სხვები დაამციროთ, ეს ყველაფერი ახალგაზრდობისა და სილამაზის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ“.
ყველა ახალი ამბავი
0