„ძალიან დიდი ხანია ასეთი ბედნიერი არ ვყოფილვარ“ – რამ ააღელვა გვანცა დარასელია?

© Facebook / Gvantsa Daraseliaგვანცა დარასელია
გვანცა დარასელია - Sputnik საქართველო, 1920, 29.10.2021
გამოწერა
ყველასთვის საყვარელმა ტელეწაყვანმა გვანცა დარასელიამ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ დიდი ხანია ასეთი ბედნიერი და გულაჩუყებული არ ყოფილა, ამის მიზეზი კი მისი ვაჟის მოულოდნელი საჩუქარი გახდა.
ტელეწამყვანის თქმით, ერეკლემ ეს სურათი, რომელზეც გვანცაა გამოსახული, სკოლაში გამოფენისთვის გააკეთა მესამე კლასში და ახლა მიუტანა სახლში დედას.
ტელეწამყვანს ორი შვილი ჰყავს - ერეკლე და ლილე. მის შვილებს შორის ხუთწლიანი ასაკობრივი სხვაობაა. მისი მეუღლე ცნობილი მორაგბე ვახო მჭედლიძეა. ოჯახი მცხეთაში ცხოვრობს.
ბოლო დროს გვანცას „ინსტაგრამის“ „სთორებში“ ძირითადად ბავშვების ვიდეოები და ფოტოები დომინირებს, რაც მის ხელმომწერებს ძალიან მოსწონთ.
ყველა ახალი ამბავი
0