Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

„მესამე ძალის" ლიდერს კორონავირუსი დაუდასტურდა

© photo: Sputnikგიორგი ვაშაძე
გიორგი ვაშაძე - Sputnik საქართველო, 1920, 29.10.2021
გამოწერა
პოლიტიკოსი საზოგადოებას ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდებს.
თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. პოლიტიკური პლატფორმა „მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს გიორგი ვაშაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ პოლიტიკოსმა საკუთარ Facebook-გვერდზე დაწერა.
ვაშაძის თქმით, იგი ვაქცინირებულია, ამიტომაც ვირუსი მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს.
„დამიდასტურდა კორონავირუსი და გადავდივარ თვითიზოლაციაში, შესაბამისად, ამ რეჟიმში ვაგრძელებ მუშაობას. გამომდინარე იქიდან, რომ ვარ სრულად ვაქცინირებული, თავს კარგად ვგრძნობ და, ვფიქრობ, მსუბუქად გადავიტან ამ ვირუსს", – დაწერა ვაშაძემ.
მან მოსახლეობას ვაქცინაციაში ჩართვისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ვირუსთან გამკლავების ერთადერთი გამოსავალი აცრის ჩატარებაა.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 3.965-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 711.255-ს მიაღწია.
ყველა ახალი ამბავი
0