https://sputnik-georgia.com/20211029/expo-georgia--gvinis-gamopenas-umaspinzlebs-261599024.html
Expo Georgia-ში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა გაიმართება
Expo Georgia-ში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა გაიმართება
Sputnik საქართველო
გამოფენაზე საკუთარ პროდუქციას ღვინის მწარმოებელი 160 კომპანია წარადგენს. 29.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-29T15:38+0400
2021-10-29T15:38+0400
2021-10-29T20:21+0400
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
საქართველოს ეკონომიკა
ქართული ღვინო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24088/35/240883556_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_2a164957bd325486a5fca69c3f8b9868.jpg
თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-13 საერთაშორისო გამოფენა 30-31 ოქტომბერს საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში" (Expo Georgia) გაიმართება, ნათქვამია ღონისძიების ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.ორგანიზატორების თქმით, ღონისძიებაზე თითქმის ყველა სახეობისა და კატეგორიის ღვინო იქნება წარმოდგენილი საქართველოს რეგიონებიდან.ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ღონისძიება კოვიდ-რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდება.გამოფენის ფარგლებში 29-30 ოქტომბერს ღვინის მე-12 საერთაშორისო კონკურსიც ჩატარდება.ჟიური, ღვინის მაგისტრ ტიმ ატკინის თავმჯდომარეობით, ოქროსა და ვერცხლის მედალოსან ღვინოებს რვა კატეგორიაში გამოავლენს. კონკურსში გამარჯვებულთა ვინაობა 30 ოქტომბერს საზეიმო დაჯილდოებაზე გახდება ცნობილი.პარალელურად 31 ოქტომბერს ღვინის ექსპორტის ფორუმი Winexpo Forum ჩატარდება, რომელიც ღვინის იმპორტიორებთან შეხვედრებს, დისკუსიის რეჟიმში სხვადასხვა ქვეყნის ბაზრის განხილვას და მწარმოებლებისთვის პრაქტიკულ რჩევებს გულისხმობს.გამოფენისა და კონკურსის მხარდამჭერები არიან საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24088/35/240883556_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_1a3e31ba4ec2e09e281a1a84c1736f0a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ტურიზმი საქართველოში, საქართველოს ეკონომიკა, ქართული ღვინო
საქართველო, ტურიზმი საქართველოში, საქართველოს ეკონომიკა, ქართული ღვინო
Expo Georgia-ში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა გაიმართება
15:38 29.10.2021 (განახლებულია: 20:21 29.10.2021) გამოფენაზე საკუთარ პროდუქციას ღვინის მწარმოებელი 160 კომპანია წარადგენს.
თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-13 საერთაშორისო გამოფენა 30-31 ოქტომბერს საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში" (Expo Georgia) გაიმართება,
ნათქვამია ღონისძიების ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ორგანიზატორების თქმით, ღონისძიებაზე თითქმის ყველა სახეობისა და კატეგორიის ღვინო იქნება წარმოდგენილი საქართველოს რეგიონებიდან.
გამოფენის მონაწილეთა მიერ წარმოდგენილი იქნება: ღვინო და სხვა ალკოჰოლური სასმელები; ინგრედიენტები და დანამატები; შეფუთვა და შესაფუთი მასალები; სასუქები; მევენახეობა-მეღვინეობის მანქანა-დანადგარები; სანერგეები; მინა და მინის ნაწარმი; აქსესუარები; სერვისები.
ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ღონისძიება კოვიდ-რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდება.
გამოფენის ფარგლებში 29-30 ოქტომბერს ღვინის მე-12 საერთაშორისო კონკურსიც ჩატარდება.
ჟიური, ღვინის მაგისტრ ტიმ ატკინის თავმჯდომარეობით, ოქროსა და ვერცხლის მედალოსან ღვინოებს რვა კატეგორიაში გამოავლენს. კონკურსში გამარჯვებულთა ვინაობა 30 ოქტომბერს საზეიმო დაჯილდოებაზე გახდება ცნობილი.
პარალელურად 31 ოქტომბერს ღვინის ექსპორტის ფორუმი Winexpo Forum ჩატარდება, რომელიც ღვინის იმპორტიორებთან შეხვედრებს, დისკუსიის რეჟიმში სხვადასხვა ქვეყნის ბაზრის განხილვას და მწარმოებლებისთვის პრაქტიკულ რჩევებს გულისხმობს.
გამოფენისა და კონკურსის მხარდამჭერები არიან საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო.