დემნა გვასალია ბრიტანეთის მოდის საბჭომ 2021 წლის დაჯილდოების ნომინანტებში დაასახელა

© Demna Gvasalia Dailyდემნა გვასალია
დემნა გვასალია - Sputnik საქართველო, 1920, 29.10.2021
გამოწერა
თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. დემნა გვასალია ბრიტანეთის მოდის საბჭომ 2021 წლის დაჯილდოების ნომინანტებში დაასახელა. ამის შესახებ ინფორმაცია Demna Gvasalia Daily-ს „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.
Fashion Awards-ის დაჯილდოება ლონდონში 29 ნოემბერს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ დემნა გვასალია ასევე წარდგენილია ამერიკული CFDA Awards-ის ნომინანტად, რომლის დაჯილდოება ნიუ-იორკში 10 ნოემბერს არის დაგეგმილი.
„ამერიკის შემდეგ დემნა ბრიტანეთის მოდის საბჭომაც დაასახელა 2021 წლის დაჯილდოების ნომინანტებში. ბრიტანეთის Fashion Awards ლონდონში 29 ნოემბერს გაიმართება. ამერიკული CFDA Awards – ნიუ-იორკში 10 ნოემბერს”, – აღნიშნულია განცხადებაში.
ყველა ახალი ამბავი
0