Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

აზერბაიჯანში კარანტინის რეჟიმი გაგრძელდა

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშიკორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია აზერბაიჯანში
კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია აზერბაიჯანში - Sputnik საქართველო, 1920, 29.10.2021
გამოწერა
გადაწყვეტილება ქვეყნის ტერიტორიაზე კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით მიიღეს.
თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. აზერბაიჯანში განსაკუთრებული საკარანტინო რეჟიმი 2022 წლის 1 იანვრის 06:00 საათამდე გაგრძელდა, იუწყება Sputnik–აზერბაიჯანი.
მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, რომელსაც ხელი პრემიერმა ალი ასადოვმა მოაწერა, კორონავირუსის გავრცელებისა და მისი შესაძლო შედეგების აღკვეთის მიზნით, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე განსაკუთრებული საკარანტინო რეჟიმი გრძელდება.
მანამდე, მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, 1 ოქტომბრიდან საკარანტინო რეჟიმი შედარებით შემსუბუქდა.
მაგალითად, აღდგა ზოგიერთი საქმიანობისა და მომსახურების სფეროს მუშაობა, მათ შორის, დასვენებისა და გასართობი კლუბების, ბავშვთა ცენტრების, კულტურის ობიექტებში შესაძლებელია საერთო ადგილების 50%–ის დაკავება. ამასთან, ობიექტების თანამშრომლების 80%–ს უნდა ჰქონდეს სრული ვაქცინაციის ცნობა ან ცნობა, რომ მისთვის აცრა უკუნაჩვენებია.
ასევე მოიხსნა ავტობუსებისა და მეტროს მუშაობის აკრძალვა უქმე დღეებში.
მოთხოვნა სრული ვაქცინაციის შესახებ 1 ოქტომბრიდან მოქმედებს მყიდველებზე დიდ სავაჭრო ცენტრებში, რესტორნების სტუმრებზე, სასტუმროში განთავსებულ პირებზე.
ყველა ახალი ამბავი
0