„ეს ისაა ხო დათოს ჯადო რომ გაუკეთე“ – ალექსანდრა პაიჭაძის ფოტოს აჟიოტაჟი მოჰყვა

© Facebook / Aleksandra Paichadzeალექსანდრა პაიჭაძე
ალექსანდრა პაიჭაძე - Sputnik საქართველო, 1920, 29.10.2021
გამოწერა
მოდელმა და ტელეწამყვანმა ალექსანდრა პაიჭაძემ „ფეიბუქის“ მომხმარებლებს ის კოსმეტიკური საშუალება გაუზიარა, რომელიც, მისი თქმით, ჯადოსნურია. სიტყვა „ჯადოსნურმა“ სოციალური ქსელის მომხმარებელი ქალები ხუმრობის ხასიათზე დააყენა.
უმეტესობამ „დიორის“ წითელი პომადა რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ინფორმაციას დაუკავშირა, რომლის მიხედვითაც მოდელმა 20 წლით უფროს ბიზნესმენ დათო კოდუას თითქოს ჯადო გაუკეთა მისი გული რომ მოეგო და ის ბიზნესმენის ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა აღმოაჩინა მის მანქანაში.

„გოგოებო საქართველოში არ იშოვება ეგ პომადა, მე გადმომირიცხეთ ფული, თითო 1000 ევრო ღირს ბარსელონაში, რომლითაც კეთდება ჯადო“, „მოქმედეებს ხო?“, „ეს ყოფილაა ჯადო?! ჩემ მანქანაშიც რომ ჩააგდო ალე?“, „უარს არ ვიტყოდით ამ ჯადოზე“, „უნდა ვცადო“, „უეჭველად მოქმედებს?“ „ეს ისაა ხო დათოს ჯადო რომ გაუკეთე“, – წერენ ფოტოს კომენტარებში.

პაიჭაძე-კოდუას წყვილს რამდენიმე დღეა აქტიურად განიხილავენ. მათი სიყვარულის შესახებ ინფორმაცია თავად მოდელმა გაავრცელა სოციალურ ქსელებში. წყვილი პირველ შვილს უახლოეს დღეებში ელოდება.
ყველა ახალი ამბავი
0