„არავის ცხოვრებაში არ ვერევი, მაგრამ...“ – თიკა ფაცაცია ბებიობისთვის ემზადება

© courtesy of Tika Patsasiaთიკა ფაცაცია
თიკა ფაცაცია - Sputnik საქართველო, 1920, 28.10.2021
გამოწერა
თიკა ფაცაციას ახლახან 40 წელი შეუსრულდა. ტელეწამყვანი ჟურნალ „სარკესთან“ აცხადებს, რომ უკვე ბებიობაზე ფიქრობს. მისი თქმით, უფროსი შვილი, ანდრო 21 წლისაა და მომავალ 10 წელიწადში სრულიად შესაძლებელია ოჯახი შექმნას.

„რა თქმა უნდა, მე არავის ვაძალებ და არავის ცხოვრებაში არ ვერევი. ანდრო უკვე ჩამოყალიბებულია თავის ცხოვრებაში. ძალიან გონიერი ადამიანია და ზუსტად იცის, რა უნდა. მის ასაკში ბევრ რამეში არ ვიცოდი, რა მინდოდა. ახლაც კი მაქვს საკუთარი თავის შეცნობის მომენტები. შუათანა, იოანე გარდატეხის პერიოდისთვის ემზადება და ვნახოთ, როგორი იქნება ეს ეტაპი. ალექსანდრე კი ახლა აყალიბებს თავის ხასიათს“, – ამბობს თიკა.

თიკას უფროსმა ვაჟმა ანდრომ ინგლისურენოვანი სკოლა შარშანწინ დაამთავრა. შუათანა ბიჭუნა იო 9 წლისაა, ხოლო ყველაზე პატარა - სანი 6 წლის გახდა. თიკა დავით ანთელიძეზე 17 წლის ასაკში დაქორწინდა. აღსანიშნავია, რომ დავით ანთელიძემ ამერიკაში ცხოვრების პერიოდში თიკა შემთხვევით ტელევიზორში ნახა და საქართველოში დაბრუნებისთანავე მისი გაცნობა გადაწყვიტა.
ყველა ახალი ამბავი
0