თბილისში საშვილოსნოს ყელის კიბოზე 30-60 წლის ქალებს გამოიკვლევენ

© Pixabay / DarkoStojanovicსამედიცინო კვლევა
სამედიცინო კვლევა - Sputnik საქართველო, 1920, 28.10.2021
გამოწერა
ეროვნული სკრინინგ ცენტრისა და კომპანია Roche Diagnostic-ის თანამშრომლობით განხორციელებული პროექტისთვის მონაწილეებს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეარჩევენ.
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის საპილოტო პროექტი დაიწყო, იუწყება დედაქალაქის მერია.
პროექტი, რომელიც ეროვნული სკრინინგ ცენტრისა და კომპანია Roche Diagnostic-ის კოლაბორაციით დაიწყო, მოიცავს საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის ორი მოდელის შედარებით ანალიზს პირველად პაპ-ტესტსა და Hr-HPV დნმ ტესტირების საფუძველზე.
კვლევაში მონაწილეობას შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 30-60 წლის ქალები შეძლებენ, რომლებიც კვლევის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ.

„კვლევის შედეგების ანალიზის მიხედვით, ის რეკომენდაციები შემუშავდება, რომლებიც საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის პროგრამას კიდევ უფრო ეფექტურს გახდის და სიცოცხლეს უფრო მეტ ქალს შეუნარჩუნებს", – აღნიშნავენ უწყებაში.

უწყების ცნობით, ეროვნულ სკრინინგ ცენტრში კვლევისთვის შესაბამისი სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორია გაიხსნა.
ლაბორატორიის გახსნას თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი და Roche Diagnostic-ის ხელმძღვანელი მაკა ასათიანი, ასევე კომპანიის წარმომადგენელი ირაკლი ლომსაძე დაესწრო.
მერიაში აღნიშნავენ, რომ საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგში Hr-HPV დნმ ტესტის გამოყენება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანამ წარმატებით დაიწყო.
ყველა ახალი ამბავი
0