https://sputnik-georgia.com/20211028/suicidis-fxvnili-niderlandebsi-dakavebulia-mamakaci-261554861.html
„სუიციდის ფხვნილი“: დაკავებული ათობით ადამიანს დაეხმარა თვითმკვლელობაში
„სუიციდის ფხვნილი“: დაკავებული ათობით ადამიანს დაეხმარა თვითმკვლელობაში
Sputnik საქართველო
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. სულ მცირე 33 ადამიანი გარდაიცვალა ნიდერლანდში „სუიციდის ფხვნილის“ მიღების შედეგად, რომლებიც მათ ეინდჰოვენში მცხოვრები ალექს... 28.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-28T09:49+0400
2021-10-28T09:49+0400
2023-07-20T15:53+0400
მსოფლიო დღეს
შემთხვევები
ნიდერლანდები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24312/53/243125387_0:177:2048:1329_1920x0_80_0_0_28f2d7d4801908b90b147f182d4913a7.jpg
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. სულ მცირე 33 ადამიანი გარდაიცვალა ნიდერლანდში „სუიციდის ფხვნილის“ მიღების შედეგად, რომლებიც მათ ეინდჰოვენში მცხოვრები ალექს ს-სგან შეიძინეს, იუწყება გამოცემა Dutch News-ი პროკურატურის განცხადებაზე დაყრდნობით.გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ალექს ს. მიმდინარე წლის ზაფხულში დააკავეს თვითმკვლელობისკენ წაქეზების ბრალდებით. მას ასევე ბრალად ედება ნარკოტიკების შესახებ კანონების დარღვევა და ფულის გათეთრება.პროკურატურის ცნობით, ალექს ს-მ 55.000 ევრო მიიღო „სუიციდის ფხვნილის“ გაყიდვით, რომელსაც ის ერთ-ერთი საიტის მეშვეობით ასაღებდა სულ რაღაც 20 ევროდ, რასაც საფოსტო მომსახურების ღირებულებაც ემატებოდა.ამასთან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ალექს ს. ორგანიზაცია Coöperatie Laatse Wil-ის წევრია, რომელიც მხარს უჭერს ადამიანებისთვის თავის მოკვლის შესაძლებლობის მიცემას.ალექს ს-ს საქმიანობის გამოძიების ფარგლებში კიდევ რამდენიმე ადამიანია დაკავებული, რომლებიც ასევე იყვნენ Coöperatie Laatste Wil-ის წევრები. ერთ-ერთმა მათგანმა, ფსიქოლოგმა ვიმ ვან დეიკმა გაზეთ Volkskrant-ს განუცხადა, რომ მან „სუიციდის ფხვნილი“ 100 ადამიანს მიჰყიდა. მისი თქმით, ამის თაობაზე საჯაროდ იმიტომ საუბრობს, რომ თემაზე დებატები დაიწყოს. ვან დეიკი ირწმუნება, რომ ფხვნილი მანაც ალექს ს-სგან შეიძინა.
ნიდერლანდები
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24312/53/243125387_130:0:1951:1366_1920x0_80_0_0_48fb18589a45a80c28d07158535264bf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები, ნიდერლანდები, მსოფლიოს ახალი ამბები
შემთხვევები, ნიდერლანდები, მსოფლიოს ახალი ამბები
„სუიციდის ფხვნილი“: დაკავებული ათობით ადამიანს დაეხმარა თვითმკვლელობაში
09:49 28.10.2021 (განახლებულია: 15:53 20.07.2023) თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. სულ მცირე 33 ადამიანი გარდაიცვალა ნიდერლანდში „სუიციდის ფხვნილის“ მიღების შედეგად, რომლებიც მათ ეინდჰოვენში მცხოვრები ალექს ს-სგან შეიძინეს, იუწყება გამოცემა
Dutch News-ი პროკურატურის განცხადებაზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ალექს ს. მიმდინარე წლის ზაფხულში დააკავეს თვითმკვლელობისკენ წაქეზების ბრალდებით. მას ასევე ბრალად ედება ნარკოტიკების შესახებ კანონების დარღვევა და ფულის გათეთრება.
პროკურატურის ცნობით, ალექს ს-მ 55.000 ევრო მიიღო „სუიციდის ფხვნილის“ გაყიდვით, რომელსაც ის ერთ-ერთი საიტის მეშვეობით ასაღებდა სულ რაღაც 20 ევროდ, რასაც საფოსტო მომსახურების ღირებულებაც ემატებოდა.
ამასთან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ალექს ს. ორგანიზაცია Coöperatie Laatse Wil-ის წევრია, რომელიც მხარს უჭერს ადამიანებისთვის თავის მოკვლის შესაძლებლობის მიცემას.
მიუხედავად იმისა, რომ ნიდერლანდში ევთანაზია კანონითაა დაშვებული, მისი განხორციელება, ექვსი მკაცრი პირობის დაცვით, მხოლოდ ექიმს შეუძლია. ყველა სხვა შემთხვევაში თვითმკვლელობისთვის ხელშეწყობა უკანონოდ მიიჩნევა.
ალექს ს-ს საქმიანობის გამოძიების ფარგლებში კიდევ რამდენიმე ადამიანია დაკავებული, რომლებიც ასევე იყვნენ Coöperatie Laatste Wil-ის წევრები.
ერთ-ერთმა მათგანმა, ფსიქოლოგმა ვიმ ვან დეიკმა გაზეთ
Volkskrant-ს განუცხადა, რომ მან „სუიციდის ფხვნილი“ 100 ადამიანს მიჰყიდა. მისი თქმით, ამის თაობაზე საჯაროდ იმიტომ საუბრობს, რომ თემაზე დებატები დაიწყოს.
ვან დეიკი ირწმუნება, რომ ფხვნილი მანაც ალექს ს-სგან შეიძინა.