რამდენი სესხია დამოკიდებული რეფინანსირების განაკვეთზე

© Sputnik / Goga Vardzieliსწრაფი ჩარიცხვის აპარატი
სწრაფი ჩარიცხვის აპარატი - Sputnik საქართველო, 1920, 28.10.2021
გამოწერა
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში რეფინანსირების განაკვეთზე 163,5 ათასი ადამიანია დამოკიდებული, ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ განცხადებაში.
ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 27 ოქტომბერს რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო და იგი 10%-იან ნიშნულზე დატოვა.
არასამთავრობო ორგანიზაციის მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობას რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული 165,5 ათასი სესხი აქვს, რომელთა საერთო მოცულობა 8,3 მლრდ ლარია.
ამასთან, 1 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში ასეთი სესხების რაოდენობა 6,4 ათასით გაიზარდა.
ორგანიზაციამ ასევე წარმოადგინა სტატისტიკა, თუ რომელი სესხები ძვირდება რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის გამო.
64.000 იპოთეკური სესხი
62.500 სამომხმარებლო სესხი
32.800 ბიზნეს–სესხი
700 ავტოსესხი
3.400 სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია.
ყველა ახალი ამბავი
0