„ყველა წყევლა და გინება უკან მოგიბრუნდეთ, რაც ჩვენკენ გამოუშვით…“ – ვინ გააბრაზა მამულიჩა?

© Facebook / Kakha Mamulashviliკახა მამულაშვილი
კახა მამულაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 28.10.2021
გამოწერა
პროდიუსერი კახა მამულაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ამონარიდს ლელა წურწუმიას კონცერტიდან, რის შემდეგაც მან და მისი გუნდის წევრებმა კრიტიკა დაიმსახურეს ღონისძიებაზე ხალხმრავლობის გამო.
მამულიჩა ხალხმრავალ მიტინგებთან პარალელს ავლებს და წერს, რომ ამ ყველაფრის მერე აკრძალვებზე საუბარი არ ღირს.

„ეს კონცერტი ხომ ყველას გახსოვთ? ანდა რა დაგავიწყებთ, იმდენი გვაგინეთ და გვწყევლეთ! ახლა როგორაა, წავიდა კორონა? ესე იგი, საარჩევნო კამპანიები მოსულა და კონცერტები არა? ყველა წყევლა და გინება უკან მოგიბრუნდეთ, რაც ჩვენკენ გამოუშვით“, – წერს კახა მამულაშვილი.

მამულიჩა, სავარაუდოდ, გუშინ, 27 ოქტომბერს ჯერ თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ და შემდეგ ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ მრავალათასიან აქციებს გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0