https://sputnik-georgia.com/20211028/eqvsi-martivi-metodi-gripisa-dasurdos-tavida-asacileblad-261572798.html
გაციების პროფილაქტიკა: ექვსი მარტივი მეთოდი სურდოსა და გრიპის თავიდან ასაცილებლად
გაციების პროფილაქტიკა: ექვსი მარტივი მეთოდი სურდოსა და გრიპის თავიდან ასაცილებლად
Sputnik საქართველო
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. გამომდინარე მოსალოდნელი „ისტორიაში უძლიერესი სიცივეებიდან“, ბრიტანელი ექიმები ურჩევენ მოსახლეობას, განსაკუთრებული ყურადღება... 28.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-28T17:31+0400
2021-10-28T17:31+0400
2021-10-28T21:53+0400
სასარგებლო რჩევები
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24258/91/242589134_0:6:2609:1474_1920x0_80_0_0_290e661cc5f8cc93a093c97b5d184646.jpg
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. გამომდინარე მოსალოდნელი „ისტორიაში უძლიერესი სიცივეებიდან“, ბრიტანელი ექიმები ურჩევენ მოსახლეობას, განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ, რათა გაციებასთან დაკავშირებული დაავადებები აიცილონ თავიდან, წერს Express-ი.გამოცემის ცნობით, დიდი ბრიტანეთი უკვე მოიცვა „სუპერგაციებამ“ და, შესაბამისად, ექიმები არაერთ რეკომენდაციას გასცემენ ამასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი რჩევა შინიდან გაუსვლელობასაც კი გულისხმობს.როგორ უნდა შეაჩეროთ გაციება მანამ, სანამ ის დაიწყება, ამას ColdZyme-სა და Aisling Moran-ის გუნდი გასწავლით, რომელიც რამდენიმე მარტივ რჩევას იძლევა:გაციება მიკრობების მეშვეობით ვრცელდება, რომლებიც ცემინებისა და ხველების დროს გამოიფრქვევა. ეს მიკრობები 24 საათის განმავლობაში ცოცხლობს ხელებზე, ამიტომ იმისათვის, რომ სურდოთი არ დაავადდეთ, ერთ-ერთი საუკეთესო გზა — ხელების ხშირი დაბანაა საპნითა და თბილი წყლით. პროცესი, სულ ცოტა, 20 წამი მაინც უნდა გრძელდებოდეს, რათა ინფექციის განვითარება აღიკვეთოს.თუ ხელებს ვერ იბანთ, მაშინ საუკეთესო გამოსავალი სპირტზე დამზადებული გელის გამოყენებაა, რომელიც ალკოჰოლის 60%-ს მაინც შეიცავს.გარდა ამისა, რეკომენდებულია შემდეგი დანამატების მიღება:
https://sputnik-georgia.com/20201009/gripis-sezoni-doqtori-komarovski-249673586.html
https://sputnik-georgia.com/20201110/saneleblebi-gaciebis-winaaRmdeg-249992519.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24258/91/242589134_0:0:2609:1957_1920x0_80_0_0_6051073f86785922ccdbe01d7f691c1f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. გამომდინარე მოსალოდნელი „ისტორიაში უძლიერესი სიცივეებიდან“, ბრიტანელი ექიმები ურჩევენ მოსახლეობას, განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ, რათა გაციებასთან დაკავშირებული დაავადებები აიცილონ თავიდან, წერს
Express-ი. გამოცემის ცნობით, დიდი ბრიტანეთი უკვე მოიცვა „სუპერგაციებამ“ და, შესაბამისად, ექიმები არაერთ რეკომენდაციას გასცემენ ამასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი რჩევა შინიდან გაუსვლელობასაც კი გულისხმობს.
როგორ უნდა შეაჩეროთ გაციება მანამ, სანამ ის დაიწყება, ამას ColdZyme-სა და Aisling Moran-ის გუნდი გასწავლით, რომელიც რამდენიმე მარტივ რჩევას იძლევა:
გაციებების (ისევე, როგორც სხვა ინფექციური და ვირუსული დაავადებების, მათ შორის, COVID-19-ის) აღკვეთის უპირველესი მეთოდი — ხელების დაბანაა.
გაციება მიკრობების მეშვეობით ვრცელდება, რომლებიც ცემინებისა და ხველების დროს გამოიფრქვევა. ეს მიკრობები 24 საათის განმავლობაში ცოცხლობს ხელებზე, ამიტომ იმისათვის, რომ სურდოთი არ დაავადდეთ, ერთ-ერთი საუკეთესო გზა — ხელების ხშირი დაბანაა საპნითა და თბილი წყლით. პროცესი, სულ ცოტა, 20 წამი მაინც უნდა გრძელდებოდეს, რათა ინფექციის განვითარება აღიკვეთოს.
თუ ხელებს ვერ იბანთ, მაშინ საუკეთესო გამოსავალი სპირტზე დამზადებული გელის გამოყენებაა, რომელიც ალკოჰოლის 60%-ს მაინც შეიცავს.
ასევე საჭიროა ბალანსირებული კვება, რომელშიც შევა C, A, E, D, B6 ვიტამინებითა და ასევე თუთიით მდიდარი პროდუქტები. შეგიძლიათ ამ ვიტამინების პირდაპირ მიღებაც.
გარდა ამისა, რეკომენდებულია შემდეგი დანამატების მიღება:
ექინაცეა — კვლევებით დადასტურდა, რომ ეს ბალახი გაციებისგან იცავს ორგანიზმს (თუმცა საჭიროებს დამატებითი კვლევების ჩატარებას);
შავი ანწლის ექსტრაქტი — ამცირებს გრიპის ხანგრძლივობასა და სირთულეს (თუმცა კვლევები მხოლოდ ადამიანთა მცირე ჯგუფებზეა ჩატარებული);
დაძველებული ნივრის ექსტრაქტი (AGE) – ზოგი კვლევა აჩვენებს, რომ AGE-ს შეუძლია გააუმჯობესოს იმუნური უჯრედების ფუნქცია და შეამციროს გრიპისა და გაციების სიმძიმე;