ეკო ფანგანი შეყვარებულთან ერთად მეტროში პოზირებს – ფოტო

© Facebook / Ekaterina Panganiეკო ფანგანი
ეკო ფანგანი - Sputnik საქართველო, 1920, 28.10.2021
გამოწერა
ეკო ფანგანი სოციალურ ქსელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. ის ბევრისთვის საყვარელი ტელესახეა.
ცნობილმა ტელეწმაყვანმა ეკო ფანგანმა „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ხელმომწერებს სთხოვს გამოიცნონ, სად იმყოფება შეყვარებულთან და მეგობრებთან ერთად.
კითხვაზე პასუხი არც ისე რთულია – ეკო თბილისის მეტროში, სავარაუდოდ, მეტრო „თავისუფლების მოედნის“ ესკალატორზეა, რადგან ის „ქართული ოცნების“ შემაჯამებელ აქციაზე იმყოფებოდა და, ალბათ, დედაქალაქში არსებული „საცობების“ გამო იძულებული გახდა კომფორტული ავტომობილი დაეთმო.
ცოტა ხნის წინ ეკომ აღიარა, რომ შეყვარებულია და მისი რჩეული იურა რუბენიაა. ეკო ურთიერთობაზე ხმამაღლა იშვიათად საუბრობს, თუმცა მეგობარ ბიჭთან ერთად გადაღებულ ფოტოებს სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს და უამრავ კომპლიმენტსაც იმსახურებს.
ყველა ახალი ამბავი
0