https://sputnik-georgia.com/20211028/44-municipalitetis-arceuli-merebi-uflebamosilebis-sesrulebas-seudgnen-261575290.html
44 მუნიციპალიტეტის არჩეული მერები უფლებამოსილების შესრულებას შეუდგნენ
44 მუნიციპალიტეტის არჩეული მერები უფლებამოსილების შესრულებას შეუდგნენ
Sputnik საქართველო
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ქვეყნის მოსახლეობამ 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატობისა და მერობის კანდიდატებს მისცა ხმა. 28.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-28T18:57+0400
2021-10-28T18:57+0400
2021-10-28T22:21+0400
ახალი ამბები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
საქართველო
საქართველოს რეგიონები
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0d/252302225_0:0:2731:1537_1920x0_80_0_0_2a3e3122d0cd61e58c2843abe4a314d9.jpg
თბილისი, 28 ოქტომბერი – Sputnik. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული 44 მუნიციპალიტეტის მერები, რომლებიც მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ წარმოადგენენ, 27 ოქტომბრიდან უფლებამოსილების შესრულებას შეუდგნენ. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრეს-სამსახური ავრცელებს.საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართა. პირველი ტურის შედეგებით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება" და მისი მთავარი კონკურენტი, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 20 მუნიციპალიტეტში ემზადებიან მეორე ტურისთვის.44 მუნიციპალიტეტის არჩეული მერები არიან: გარდაბანი – დავით კარგარეთელი; მარნეული – კენან ომაროვი; ბოლნისი – დავით შერაზადიშვილი; დმანისი – კობა მურადაშვილი; წალკა – ილია საბაძე; თეთრიწყარო – გიორგი წიკლაური; ახმეტა – ალექსი ფიცხელაური; ყვარელი – გივი ზაუტაშვილი; ლაგოდეხი – ჯონდო მდივნიშვილი; გურჯაანი – ზურაბ უტიაშვილი; საგარეჯო – ავთანდილ გულიკაშვილი; სიღნაღი – მალხაზ ბეგიაშვილი; დედოფლისწყარო – ნიკოლოზ ჯანიაშვილი; გორი – ვლადიმერ ხინჩეგაშვილი; კასპი – ვახტანგ მაისურაძე; ახალციხე – ირაკლი ლაზარაშვილი; ასპინძა – როსტომ მაგრაქველიძე; ბორჯომი – ოთარ არბოლიშვილი; ადიგენი – გოჩა ქიმაძე; ახალქალაქი – მელქონ მაკარიანი; ნინოწმინდა – ანივარდ მოსოიანი; მცხეთა – დიმიტრი ზურაბიშვილი; დუშეთი – მანანა ნარიმანიძე; ყაზბეგი – ბაკურ ავსაჯანიშვილი; ჭიათურა – გივი მოდებაძე; საჩხერე – ლევან ივანაშვილი; სამტრედია – დავით ბახტაძე; თერჯოლა – ლაშა გოგიაშვილი; ტყიბული – დავით ჩერქეზიშვილი; ვანი – ალექსანდრე გოგორიშვილი; ხარაგაული – კობა ლურსმანაშვილი; ხონი – ლადო ჯურხაძე; ზესტაფონი – ვასილ გველესიანი; ამბროლაური – ზვიად მხეიძე; ონი – სერგო ხიდეშელი; ლენტეხი – გია ონიანი; აბაშა – გიგა გაბელაია; მესტია – კაპიტონ ჟორჟოლიანი; ლანჩხუთი – ალექსანდრე სარიშვილი; ჩოხატაური – დავით შარაშიძე; ქობულეთი – ლევან ზოიძე; ქედა – როლანდ ბერიძე; შუახევი – ომარ ტაკიძე და ხულო – ვახტანგ ბერიძე.თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ჩატარდება 30 ოქტომბერს ხუთ თვითმმართველ ქალაქში, 15 რაიონში და 24 საარჩევნო ოლქში.მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლები 64 მუნიციპალიტეტიდან 20-ში, მათ შორის დედაქალაქში, მერობისთვის იბრძოლებენ. აღნიშნულ ქალაქებში ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო 50%-ზე მეტი ხმის მიღება. უმეტეს შემთხვევაში მმართველი პარტიის მერობის კანდიდატების ძირითადი კონკურენტები ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არიან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0d/252302225_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_c94f0e9469c1ac3706a0a9754f2bc6e0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, საქართველო, საქართველოს რეგიონები, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, საქართველო, საქართველოს რეგიონები, პოლიტიკა საქართველოში
44 მუნიციპალიტეტის არჩეული მერები უფლებამოსილების შესრულებას შეუდგნენ
18:57 28.10.2021 (განახლებულია: 22:21 28.10.2021) საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ქვეყნის მოსახლეობამ 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატობისა და მერობის კანდიდატებს მისცა ხმა.
თბილისი, 28 ოქტომბერი – Sputnik. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული 44 მუნიციპალიტეტის მერები, რომლებიც მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ წარმოადგენენ, 27 ოქტომბრიდან უფლებამოსილების შესრულებას შეუდგნენ. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრეს-სამსახური
ავრცელებს.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართა. პირველი ტურის შედეგებით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება" და მისი მთავარი კონკურენტი, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 20 მუნიციპალიტეტში ემზადებიან მეორე ტურისთვის.
44 მუნიციპალიტეტის არჩეული მერები არიან: გარდაბანი – დავით კარგარეთელი; მარნეული – კენან ომაროვი; ბოლნისი – დავით შერაზადიშვილი; დმანისი – კობა მურადაშვილი; წალკა – ილია საბაძე; თეთრიწყარო – გიორგი წიკლაური; ახმეტა – ალექსი ფიცხელაური; ყვარელი – გივი ზაუტაშვილი; ლაგოდეხი – ჯონდო მდივნიშვილი; გურჯაანი – ზურაბ უტიაშვილი; საგარეჯო – ავთანდილ გულიკაშვილი; სიღნაღი – მალხაზ ბეგიაშვილი; დედოფლისწყარო – ნიკოლოზ ჯანიაშვილი; გორი – ვლადიმერ ხინჩეგაშვილი; კასპი – ვახტანგ მაისურაძე; ახალციხე – ირაკლი ლაზარაშვილი; ასპინძა – როსტომ მაგრაქველიძე; ბორჯომი – ოთარ არბოლიშვილი; ადიგენი – გოჩა ქიმაძე; ახალქალაქი – მელქონ მაკარიანი; ნინოწმინდა – ანივარდ მოსოიანი; მცხეთა – დიმიტრი ზურაბიშვილი; დუშეთი – მანანა ნარიმანიძე; ყაზბეგი – ბაკურ ავსაჯანიშვილი; ჭიათურა – გივი მოდებაძე; საჩხერე – ლევან ივანაშვილი; სამტრედია – დავით ბახტაძე; თერჯოლა – ლაშა გოგიაშვილი; ტყიბული – დავით ჩერქეზიშვილი; ვანი – ალექსანდრე გოგორიშვილი; ხარაგაული – კობა ლურსმანაშვილი; ხონი – ლადო ჯურხაძე; ზესტაფონი – ვასილ გველესიანი; ამბროლაური – ზვიად მხეიძე; ონი – სერგო ხიდეშელი; ლენტეხი – გია ონიანი; აბაშა – გიგა გაბელაია; მესტია – კაპიტონ ჟორჟოლიანი; ლანჩხუთი – ალექსანდრე სარიშვილი; ჩოხატაური – დავით შარაშიძე; ქობულეთი – ლევან ზოიძე; ქედა – როლანდ ბერიძე; შუახევი – ომარ ტაკიძე და ხულო – ვახტანგ ბერიძე.
თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ჩატარდება 30 ოქტომბერს ხუთ თვითმმართველ ქალაქში, 15 რაიონში და 24 საარჩევნო ოლქში.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლები 64 მუნიციპალიტეტიდან 20-ში, მათ შორის დედაქალაქში, მერობისთვის იბრძოლებენ. აღნიშნულ ქალაქებში ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო 50%-ზე მეტი ხმის მიღება. უმეტეს შემთხვევაში მმართველი პარტიის მერობის კანდიდატების ძირითადი კონკურენტები ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არიან.