ძალიან არასაბჭოთა პედაგოგი და მისი სიკეთის გაკვეთილები

© courtesy of Zamali Davlianidzeზამალი დავლიანიძე
ზამალი დავლიანიძე - Sputnik საქართველო, 1920, 28.10.2021
გამოწერა
რუბრიკაში „კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის“ ერთ საოცარ პროფესიონალს გაგაცნობთ. ამბობენ, ასეთი პედაგოგი საბჭოთა სივრცეში განსაკუთრებული შემთხვევა იყოო. საუბარია თბილისის 48-ე საშუალო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელზე, ქალბატონ ზამალი დავლიანიძეზე.
„ლეგენდის“ თანახმად, მან თავისი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების ბავშვობა 11 წლის მანძილზე ნამდვილ ზღაპრად აქცია. მისი დამოკიდებულება და ზრუნვა ხშირად სცილდებოდა საბჭოთა მასწავლებლის „რეგლამენტირებულ“ ფუნქცია-მოვალეობას, ამიტომაცაა, რომ მისი მოსწავლეები თავის პედაგოგს წლების შემდეგაც ვერ ელევიან.
ზოგადი საუბარი რომ არ გამომივიდეს, ამის დასტურად მისი ერთ-ერთი მოსწავლის ჯული ფოფხაძის წერილიდან ამონარიდს გაგაცნობთ: „ჩვენ მისი პირველი სადამრიგებლო კლასი ვიყავით. ახალი კლასი რომ შეედგინათ, სხვა პარალელურის მასწავლებლებმა მას გაუნაწილეს მოსწავლეები, რომლებიც დამწყები პედაგოგისთვის ემეტებოდათ. ასე შეგვიფარა სხვა კლასებიდან „დევნილი“ ბავშვები. მეცხრე კლასში რომ ვიყავით, ზაფხულის შრომით სემესტრში წაგვიყვანა მთელი კლასი, ერთი თვე ერთ ოჯახად ვცხოვრობდით. დედასავით ზრუნავდა ჩვენზე, ექსკურსიაზე ხშირად დავყავდით და საკუთარი ხელით გვიმზადებდა საგზალს. მისი ძალისხმევით ჩვენი ბავშვობა ნამდვილი ზღაპარი იყო. ვისაც ვუყვები ჩვენს ამბებს, არავის სჯერა. თანაკლასელები ახლაც ვმეგობრობთ და ერთმანეთის ბავშვების ნათლიები ვართ. უბანში დღემდე აღნიშნავენ ჩვენ სამაგალითო მეგობრობას და ეს ამ ქალბატონის დამსახურებაა“.
© courtesy of Zamali Davlianidzeზამალი დავლიანიძე
ზამალი დავლიანიძე - Sputnik საქართველო, 1920, 28.10.2021
ზამალი დავლიანიძე
- ქალბატონო ზამალი, მიხვდით ვინ არის ამ წერილის ავტორი?
- მივხვდი, ეს ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მოსწავლის ჯული ფოფხაძის ხელწერას ჰგავს. მის კლასზე ამბის თხრობას თავიდან დავიწყებ. ისე მოხდა, რომ ერთ წელს მოსამზადებელ კლასში ბავშვების დიდი ნაკადი შემოვიდა. თითო კლასში 40 ბავშვი ჩაირიცხა, ამიტომ მეოთხე მოსამზადებელი კლასის გახსნა აუცილებელი გახდა. მეოთხე კლასის დამთავრების შემდეგ ჩემი პროფილით დავიწყე მოღვაწეობა, მაშინ ქართული ენის და ლიტერატურის საათები გამინაწილეს და მე ჩემი კლასის დამრიგებელი გავხდი. მოკლედ, 30 მოსწავლე ჩამაბარეს და მათ სკოლის დამთავრებამდე ვხელმძღვანელობდი. ისინი დღემდე ჩემი ყველაზე მშობლიური ადამიანები არიან. მათთან ყოველი შეხვედრა დიდ ბედნიერებას მანიჭებს. მეცხრე კლასის დამთავრების შემდეგ შრომითი სემესტრი სოფელ თელათგორში გავიარეთ. იქ მათ იშრომეს და იხალისეს კიდეც. ამ სემესტრმა ბავშვები ერთმანეთს კიდევ უფრო დააახლოვა და დაამეგობრა.
© courtesy of Zamali Davlianidzeზამალი დავლიანიძე ოჯახის წევრებთან ერთად
ზამალი დავლიანიძე ოჯახის წევრებთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 28.10.2021
ზამალი დავლიანიძე ოჯახის წევრებთან ერთად
- როცა ამ პროფესიას ირჩევდით, ხვდებოდით, რომ მოსწავლეების საყვარელი მასწავლებელი გახდებოდით?
- მე ასე მესმის: ადამიანს თუ გულით არ უყვარს ბავშვებთან მუშაობა, მასწავლებლის პროფესიას არ უნდა შეეჭიდოს. მე კი მასწავლებლობა ბავშვობიდან მინდოდა. როცა მეზობლის ბავშვებთან ერთად ვიყავი, ყოველთვის მასწავლებელს ვთამაშობდი. სხვათა შორის, კარგადაც გამომდიოდა. მახსოვს, ბავშვებს ლექსებს ვასწავლიდი და ზეწარჩამოფარებულ „სცენაზე" წარმოდგენებს ვდგამდი. რადგან ასე ძალიან მინდოდა მასწავლებლობა, ალბათ ქვეცნობიერად იმასაც ვხვდებოდი, რომ ბავშვები შემიყვარებდნენ.
© courtesy of Zamali Davlianidzeზამალი დავლიანიძე თავის ყოფილ მოსწავლეებთან, ჯული ფოფხაძესთან და ინგა კირვალიძესთან ერთად
ზამალი დავლიანიძე თავის ყოფილ მოსწავლეებთან, ჯული ფოფხაძესთან და ინგა კირვალიძესთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 28.10.2021
ზამალი დავლიანიძე თავის ყოფილ მოსწავლეებთან, ჯული ფოფხაძესთან და ინგა კირვალიძესთან ერთად
- ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს განსაკუთრებული მისია ეკისრება სკოლაში, თქვენ დროს რა იყო განსხვავებული?
- იმ დროს სკოლაში სახელობითი კაბინეტური სისტემა იყო. ჩვენი საკლასო ოთახი ილია ჭავჭავაძის სახელს ატარებდა. სკოლაში ეს იყო ერთ-ერთი სანიმუში კაბინეტი როგორც შინაარსით, ასევე ესთეტიკურად და ვიზუალურად გამართული. სკოლაში მობრძანებულ სტუმრებს დირექცია აუცილებლად ილიას კაბინეტს ათვალიერებინებდა. კაბინეტში, წიგნების კარადაში მოსწავლეების მიერ ჟურნალ-გაზეთებში მოძიებული ქართველი კლასიკოსების ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი მასალა იყო აკინძული. ჩვენი მდიდარი მასალით სხვა პედაგოგებიც სიამოვნებით სარგებლობდნენ.
© courtesy of Zamali Davlianidzeზამალი დავლიანიძე
ზამალი დავლიანიძე - Sputnik საქართველო, 1920, 28.10.2021
ზამალი დავლიანიძე
- ვიცი, რომ თქვენი ინიციატივით სადამრიგებლო კლასმა სკოლის დამამთავრებელი ბანკეტი სანქტ-პეტერბურგში გადაიხადა...
- პეტერბურგში, მაშინდელ ლენინგრადში მოგზაურობისთვის ისინი ჯერ კიდევ მეცხრე კლასში შევამზადე. მთელი წლის განმავლობაში ვთხოვდი, რომ დანაზოგი გაეკეთებინათ და მშობლები ნაკლებად შეეწუხებიათ. როცა დრო მოვიდა, დანაპირები შევასრულე. საექსკურსიო ბიუროში მუშაობდა ჩემი ახლობელი, რომელიც საგზურების აღებაში დაგვეხმარა. თბილისიდან გიდიც გაგვაყოლეს. ამას გარდა თან გვახლდა ხუთი მშობელი, ორი სასწავლო ნაწილის გამგე და სკოლის ორგანიზატორი. ჩვენი იქ ჩასვლა თეთრი ღამეების დროს მოხდა. ბავშვები მთელი ღამეები არ იძინებდნენ. დილამდე ნევის პროსპექტზე დავსეირნობდით და ხიდის გახსნას ვესწრებოდით. მშობლებს საგზალიც ჰქონდათ წამოღებული. მახსოვს, სასტუმრო „სოვეტსკაიას" დირექტორს ვთხოვეთ, რომ ნება დაერთო სუფრა ჩვენი საგზლით გაგვეშალა. როცა თანხმობა მივიღეთ, პირველ დღესვე საოცარი ბანკეტი გადავიხადეთ. დანარჩენი დღეები ლენინგრადის ღირშესანიშნავი ადგილები და მუზეუმები დაგვათვალიერებინეს. იმ დრომ ყველას დაუვიწყარი მოგონებები დაგვიტოვა.
© courtesy of Zamali Davlianidzeზამალი დავლიანიძე
ზამალი დავლიანიძე - Sputnik საქართველო, 1920, 28.10.2021
ზამალი დავლიანიძე
- თქვენი მოსწავლეობის დროინდელი ამბებიდან რა გახსენდებათ?
- სკოლაში ქიმია მიყვარდა და თანაკლასელთან ერთად სამი წელი ქიმიის წრეზე დავდიოდი. მახსოვს, ერთხელ გავაკეთეთ რაღაც ექსპონატი, რომელიც მოსკოვში სასოფლო-სამეურნეო გამოფენაზე გაიგზავნა. გავიმარჯვეთ და საგზურით მოსკოვი–რიგა–ლენინგრადში ვიმოგზაურეთ. ექსპონატს რაც შეეხება, პატარა ნათურებზე ნაჯერი მწვანე მარილი დავაკრისტალეთ, დენგამტარი მავთულით ავკინძეთ და ყურძნის მტევნის ფორმა მივეცით. დენზე ჩართვისას ის ნათურები ინთებოდა და ძალიან ლამაზი სანახავი იყო. როცა მოსკოვში ჩასულებმა გამოფენაზე ჩვენი ექსპონატი დავინახე, სიხარულისგან ტირილი დავიწყე.
© courtesy of Zamali Davlianidzeზამალი დავლიანიძე სადამრიგებლო კლასთან წლების შემდეგ შეხვედრის დროს
ზამალი დავლიანიძე სადამრიგებლო კლასთან წლების შემდეგ შეხვედრის დროს - Sputnik საქართველო, 1920, 28.10.2021
ზამალი დავლიანიძე სადამრიგებლო კლასთან წლების შემდეგ შეხვედრის დროს
- ქალბატონო ზამალი, თქვენს უჩვეულო სახელზეც მინდა გკითხოთ, ვინ შეგირჩიათ ის?
- მამა სამთო ინჟინერი იყო. ეს სახელი ერთხელ მოგზაურობის დროს გაუგია, მოსწონებია და დაუმახსოვრებია. რას ნიშნავს, ნამდვილად არ ვიცი, მგონია, რომ უფრო აზიური წარმოშობისაა. წლინახევრის ვიყავი, მამა სამამულო ომში რომ წავიდა. იქიდან ცოცხალი აღარ დაბრუნებულა და ჩემი სახელის საიდუმლოც თან წაიღო.
© courtesy of Zamali Davlianidzeზამალი დავლიანიძე
ზამალი დავლიანიძე - Sputnik საქართველო, 1920, 28.10.2021
ზამალი დავლიანიძე
- რას ურჩევთ ახალგაზრდა კოლეგებს, გაჯეტების თაობის მოსწავლეებს ლიტერატურა როგორ შეაყვარონ?
- იმ დროს მოსწავლეები წიგნებს უფრო კითხულობდნენ, დღეს ახალგაზრდობა კომპიუტერზე და პირად ტელეფონზეა დამოკიდებული, მიჯაჭვულიც კი. ჩემი მასწავლებლობის დროს, მახსოვს, დასვენებებზე სკოლის ბიბლიოთეკაში წიგნების გატანაზე მოსწავლეების რიგი იდგა ხოლმე. პიროვნული განვითარებისთვის წიგნების კითხვა გაჯეტების თაობასაც სჭირდება. ლიტერატურის შესაყვარებლად ქალაქგარეთ თემატური გასვლები და ექსკურსიებიც აუცილებელია. როცა რომელიმე თემატურ მასალას დასჭირდა, ჩემს კლასთან ერთად შემოვიარეთ ვარიანი, ჩარგალი, უფლისციხე, წინანდალი, ყვარელი, საგურამო, ვარძია, ალავერდი, დავით გარეჯი, გელათი, საფარა, კიდევ სხვა ისტორიულ-კულტურული ადგილები. აკაკი წერეთლის 140-ე წლისთავის დიდ ზეიმს, რომელიც საქართველოს მწერალთა კავშირმა აღნიშნა სხვიტორსა და სავანეში, ჩემი მოსწავლეებიც ესწრებოდნენ.
© courtesy of Zamali Davlianidzeზამალი მასწავლებელი თავის საყვარელ მოსწავლესთან - ჯული ფოფხაძესთან ერთად, წლების შემდეგ
ზამალი მასწავლებელი თავის საყვარელ მოსწავლესთან - ჯული ფოფხაძესთან ერთად, წლების შემდეგ - Sputnik საქართველო, 1920, 28.10.2021
ზამალი მასწავლებელი თავის საყვარელ მოსწავლესთან - ჯული ფოფხაძესთან ერთად, წლების შემდეგ
- დღეს უკვე აღარ ასწავლით სკოლაში, მაგრამ თქვენი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეებთან, ვიცი, რომ ისევ გაქვთ ურთიერთობა…
- გულახდილად გეტყვით, ჩემს კლასთან განშორება ძალიან გამიჭირდა. დღეს ზოგი უკვე ბებია-ბაბუაა. მიხარია, რომ ისევ სიყვარულით მხვდებიან და არასოდეს ავიწყდებათ 12 ნოემბერი - ჩემი დაბადების დღე. სხვათა შორის, ჩემი 80 წლის იუბილეზე ჯული ფოფხაძემ მისი დაწერილი ლექსი სცენიდან წამიკითხა, უბედნიერესი ვიყავი... იმ ლექსიდან ბოლო ორ სტროფს გეტყვით:
„არ დაბრუნდება, რაც იყო გუშინ,
დიდი ხანია სკოლის მერხს გავცდით,
წლები გავიდა, მაგრამ თქვენს გულში
იმ ლაღ და გულწრფელ ბავშვებად დავრჩით.
ბოლომდე ვერ ვთქვი მაინც სათქმელი,
არ მყოფნის სიტყვა და არც რითმები,
დღეს გვენატრება იმ სიყვარულის
და მეგობრობის გაკვეთილები“.
ძალიან მინდა, რომ ჩემმა მოსწავლეებმა თავისუფალ, გაბრწყინებულ საქართველოში იცხოვრონ და ბედნიერები იყვნენ...
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური