https://sputnik-georgia.com/20211027/zugdidsi-opozicia-mravalatasian-winasaarcevno-aqcias-martavs-261549405.html
ზუგდიდში ოპოზიცია მრავალათასიან წინასაარჩევნო აქციას მართავს
ზუგდიდში ოპოზიცია მრავალათასიან წინასაარჩევნო აქციას მართავს
Sputnik საქართველო
სამეგრელო საქართველოს ერთ-ერთი რეგიონია, სადაც მმართველმა პარტიამ თავისი პოზიციები სერიოზულად დათმო 27.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-27T21:58+0400
2021-10-27T21:58+0400
2021-10-27T21:58+0400
არჩევნები 2021
ახალი ამბები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/0a/260405014_0:713:2372:2047_1920x0_80_0_0_68c8e2764095d068274f84ead05fe666.jpg
თბილისი, 27 ოქტომბერი – Sputnik. ყველაზე მსხვილმა ოპოზიციურმა პარტიამ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზუგდიდის ცენტრში მრავალათასიანი მიტინგი შეკრიბა, რომლითაც სამეგრელოში თავისი წინასაარჩევნო კამპანია დაასრულა.მთელი რეგიონიდან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა ქალაქის ცენტრალური მოედანი მთლიანად გაავსეს. მათ უჭირავთ საქართველოს დროშები, მუნიციპალიტეტების სახელწოდებები და ბანერი „თავისუფლება მიშას“.აქციაზე პატიმრობაში მყოფი ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც ახსენეს. აქციის მონაწილეები მის სახელს სკანდირებდნენ.აქციაზე ასევე წაიკითხეს სააკაშვილის მიმართვა სამეგრელოს მოსახლეობისადმი, სადაც მან თავისი მხარდამჭერები გაამხნევა და მოუწოდა, საქართველოს გათავისუფლება ამ რეგიონიდან დაიწყონ.ახლა აქციაზე ზუგდიდის კოალიციური მთავრობის წარდგენა მიმდინარეობს.ზუგდიდი ერთ-ერთია იმ ქალაქებს შორის, სადაც 2 ოქტომბერს გამართული ადგილობრივი არჩევნების შედეგების მიხედვით მერობის კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ პირველ ადგილზე გავიდა. ანზორ მელიამ მოიპოვა 46,883%, ხოლო მისმა კონკურენტმა მმართველი პარტიიდან მამუკა წოწერიამ მხოლოდ 41,15%. ახლა ეს ორი კანდიდატი ერთმანეთს მეორე ტურში დაუპირისპირდება.არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.
https://sputnik-georgia.com/20211027/irakli-raribasvili-zveli-secdomebi-arar-unda-gavimeorot-261545743.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/0a/260405014_370:637:2250:2047_1920x0_80_0_0_0f5840b2723d82889d9d0acca30b5251.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ზუგდიდში ოპოზიცია მრავალათასიან წინასაარჩევნო აქციას მართავს
სამეგრელო საქართველოს ერთ-ერთი რეგიონია, სადაც მმართველმა პარტიამ თავისი პოზიციები სერიოზულად დათმო
თბილისი, 27 ოქტომბერი – Sputnik. ყველაზე მსხვილმა ოპოზიციურმა პარტიამ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზუგდიდის ცენტრში მრავალათასიანი მიტინგი შეკრიბა, რომლითაც სამეგრელოში თავისი წინასაარჩევნო კამპანია დაასრულა.
მთელი რეგიონიდან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა ქალაქის ცენტრალური მოედანი მთლიანად გაავსეს. მათ უჭირავთ საქართველოს დროშები, მუნიციპალიტეტების სახელწოდებები და ბანერი „თავისუფლება მიშას“.
„ზუგდიდის მერად არჩევის შემდეგ მე ვიქნები ყველას მერი. აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა, პოლიტიკურად რომელ მხარეს არის, მთავარია მას უყვარდეს საქართველო და სამშობლო. მე ვიქნები მათი მერიც, ვინც ხმა არ მომცა პირველ ტურში, მაგრამ ვისაც უყვარს სამშობლო და ფიქრობს, თავისი შვილებისა და შვილიშვილების მომავალზე. გვეყოფა სიძულვილის ენით ლაპარაკი, პოლიტიკური ნიშნით განსხვავება, ეს წარსულს უნდა ჩავაბაროთ“, - განაცხადა ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ანზორ მელიამ.
აქციაზე პატიმრობაში მყოფი ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც ახსენეს. აქციის მონაწილეები მის სახელს სკანდირებდნენ.
აქციაზე ასევე წაიკითხეს სააკაშვილის მიმართვა სამეგრელოს მოსახლეობისადმი, სადაც მან თავისი მხარდამჭერები გაამხნევა და მოუწოდა, საქართველოს გათავისუფლება ამ რეგიონიდან დაიწყონ.
ახლა აქციაზე ზუგდიდის კოალიციური მთავრობის წარდგენა მიმდინარეობს.
ზუგდიდი ერთ-ერთია იმ ქალაქებს შორის, სადაც 2 ოქტომბერს გამართული ადგილობრივი არჩევნების შედეგების მიხედვით მერობის კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ პირველ ადგილზე გავიდა. ანზორ მელიამ მოიპოვა 46,883%, ხოლო მისმა კონკურენტმა მმართველი პარტიიდან მამუკა წოწერიამ მხოლოდ 41,15%. ახლა ეს ორი კანდიდატი ერთმანეთს მეორე ტურში დაუპირისპირდება.
არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.