უქმეებზე სინოპტიკოსები თბილ ამინდს პროგნოზირებენ

© photo: Sputnik / Stringerლისის ტბა
ლისის ტბა - Sputnik საქართველო, 1920, 27.10.2021
გამოწერა
უქმეებზე თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს შემოდგომის თბილი ამინდი ელოდებათ.
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. სინოპტიკოსები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 1 ნოემბრიდან თბილ და უმეტესად უნალექო ამინდს პროგნოზირებენ.
გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 ნოემბრამდე დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი, აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში კი მცირე ნალექია ნავარაუდევი. ჰაერის ტემპერატურა პლუს 17-22 გრადუსი იქნება.
27-30 ოქტომბერს აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა პლუს 12-17 გრადუსი იქნება.
სააგენტოს ცნობით, დედაქალაქში 27 და 30 ოქტომბერს შესაძლოა მცირე ნალექი და ნისლი აღინიშნოს, ტემპერატურა კი +10, +12 გრადუსი იქნება. თბილისში დანარჩენ დღეებში უნალექო ამინდია მოსალოდნელი და ტემპერატურა +14, +16 გრადუსამდე მოიმატებს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 27-30 ოქტომბერს თბილი ამინდი იქნება. ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმაც. ჰაერის ტემპერატურა პლუს 14–16 გრადუსი იქნება.
ყველა ახალი ამბავი
0