თბილისში რამდენიმე ათასი აბონენტი გაზის გარეშე დარჩა

© photo: Sputnik / Stringerგაზქურა
გაზქურა - Sputnik საქართველო, 1920, 27.10.2021
გამოწერა
თემქის მოსახლეობის ნაწილს გაზის მიწოდება თითქმის 24 საათით შეუწყდება.
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში, თემქის რაიონში 3.000-მდე აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება, იუწყება გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯი“.
კომპანიის ინფორმაციით, გათიშვა უკავშირდება თემქის ხევში სკვერის მოწყობის სამუშაოებს.
კერძოდ, 27 ოქტომბერს 23:00 საათზე გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება თემქაზე მდებარე კორპუსების და კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, ასევე აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ მცირე კომერციულ ობიექტებს.
გაზის მიწოდება აღდგება 28 ოქტომბრის 10:00 საათიდან და დასრულება 19:00 საათისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0