თბილისში ბინების ფასები ახლად აშენებულ კორპუსებში: ახალი სტატისტიკა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliმშენებარე კორპუსი
მშენებარე კორპუსი - Sputnik საქართველო, 1920, 27.10.2021
გამოწერა
ახალაშენებულ სახლებში ე.წ. შავი კარკასის ერთი კვადრატული მეტრის საშუალო ფასი 2021 წლის მესამე კვარტალში 2.200 ლარს შეადგენდა.
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში ახალ საცხოვრებელ ბინებზე ფასების ინდექსი 8,9%-ით გაიზარდა, ამასთან 2021 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასები 2,5%-ით შემცირდა, იუწყება სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი".
საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე ფასების ინდექსი ფასების დინამიკას ასახავს და მოიცავს ახლად აშენებულ და მშენებარე უძრავ ქონებას თბილისში.
„საქსტატის" მონაცემებით, ახალაშენებული ბინების ფასები თბილისში მესამე კვარტალში, მეორე კვარტალთან შედარებით, 1,8%-ით შემცირდა, ხოლო გასულ წელთან შედარებით 7,3%-ით გაიზარდა.
ბინების ფასები ახალაშენებულ კორპუსებში თბილისში
რაიონი, კვადრატული მეტრის საშუალო ფასი ლარში
მთაწმინდა 4.089
ვაკე 3.612
საბურთალო 2.986
ჩუღურეთი 2.970
კრწანისი 2.964
დიდუბე 2.812
გლდანი 2.778
ნაძალადევი 2.500
ისანი 2.472
სამგორი 2.332
ფასების საშუალო კვარტალურმა ზრდამ ახალ კერძო სახლებზე დედაქალაქში 4,6% შეადგინა, ხოლო ერთ წელიწადში მათი ფასები 13,5%-ით გაიზარდა.
ახალი კერძო სახლების ფასები თბილისში
რაიონი, კვადრატული მეტრის საშუალო ფასი ლარში
ვაკე 3.510
მთაწმინდა 3.400
საბურთალო 2.650
ჩუღურეთი 2.310
კრწანისი 2.260
ისანი 2.130
დიდუბე 1.945
ნაძალადევი 1.850
სამგორი 1.730
გლდანი 1.720
„საქსტატის" კვლევის თანახმად, 2021 წლის მესამე კვარტალში 1 კვადრატული მეტრის საშუალო ფასი ახლად აშენებულ კორპუსებში შეადგენს: ე.წ. შავი კარკასი – 2.200 ლარს, თეთრი კარკასი – 2.724 ლარს, მწვანე კარკასი – 3.020 ლარს. 2020 წლის მესამე კვარტალში ფასები ასეთი იყო: შავი კარკასი – 1.889 ლარი, თეთრი – 2.361, მწვანე – 2.926 ლარი.
ფასების ინდექსი მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის მნიშვნელოვანი ინდიკატორია და მას უმეტესად საქართველოს ეროვნული ბანკი და კერძო დეველოპერები იყენებენ.
ის, ერთი მხრივ, ემსახურება უძრავი ქონების განვითარებისა და ბაზრის რისკების შეფასებას, ხოლო მეორე მხრივ – უძრავი ქონების ბაზარსა და ფინანსურ სტაბილურობასთან კავშირების დადგენასა და შეფასებას.
ყველა ახალი ამბავი
0