https://sputnik-georgia.com/20211027/saqartveloshi-konstituciur-revoluciaze-alaparakdnen-261543044.html
საქართველოში კონსტიტუციურ რევოლუციაზე ალაპარაკდნენ
საქართველოში კონსტიტუციურ რევოლუციაზე ალაპარაკდნენ
Sputnik საქართველო
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მსგავს მოწოდებებს უპერსპექტივოდ მიიჩნევენ. 27.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-27T18:55+0400
2021-10-27T18:55+0400
2021-10-27T22:29+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/0a/260414308_0:467:2730:2003_1920x0_80_0_0_d7f82b144fc00a2ba9844552087a9fe0.jpg
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი, პარლამენტის დეპუტატი თაკო ჩარკვიანი საქართველოში „კონსტიტუციური აჯანყების“ მომხრეა.ეს განცხადება თაკო ჩარკვიანმა რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებასთან გააკეთა, სადაც იგი საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის სოლიდარობის გამოსახატად მივიდა.მისი თქმით, ეს გულისხმობს მასშტაბურ საპროტესტო ტალღას, რომლის მონაწილეებიც ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბებიან და არ დაიშლებიან იმ დრომდე, ვიდრე ქვეყანაში არ გაჩნდება „ნორმალური სასამართლო". ალტერნატივის სახით მან საზოგადოებას მორიგეობის შემოღება შესთავაზა. „არ არის სავალდებულო, რომ იქ ვიღაცამ შიმშილი გამოაცხადოს“, – განაცხადა ჩარკვიანმა.მისი თქმით, აჯანყება საჭიროა, რადგანაც ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გასამართლება უნდა „სამარცხვინო სასამართლო ხელისუფლებას".ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებას არასერიოზული უწოდა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.მიმდინარე წლის სექტემბრის დასაწყისში თაკო ჩარკვიანმა სააკაშვილის სამშობლოში მშვიდობიანად დასაბრუნებლად „საერთო სახალხო მოძრაობა" დააარსა. ახლა „საერთო სახალხო მოძრაობა“ აგროვებს ხელმოწერებს საქართველოს ექს-პრეზიდენტის გასათავისუფლებლად.რაც შეეხება სააკაშვილს, ის 29 სექტემბერს უკრაინიდან საქართველოში არალეგალურად დაბრუნდა და 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. საქართველოში სააკაშვილი რამდენიმე სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტია და ამჟამად რუსთავის ციხეში იმყოფება. სააკაშვილი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს და გათავისუფლების მოთხოვნით 27-ე დღეა შიმშილობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/0a/260414308_627:471:2730:2048_1920x0_80_0_0_85f353693063a7d1ea0c88d6b0f4aee1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
საქართველოში კონსტიტუციურ რევოლუციაზე ალაპარაკდნენ
18:55 27.10.2021 (განახლებულია: 22:29 27.10.2021) საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მსგავს მოწოდებებს უპერსპექტივოდ მიიჩნევენ.
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი, პარლამენტის დეპუტატი თაკო ჩარკვიანი საქართველოში „კონსტიტუციური აჯანყების“ მომხრეა.
ეს განცხადება თაკო ჩარკვიანმა რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებასთან გააკეთა, სადაც იგი საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის სოლიდარობის გამოსახატად მივიდა.
„მე, თამარ ჩარკვიანი მომხრე ვარ, რომ საქართველოში მოხდეს კონსტიტუციური აჯანყება, რომელიც კონვენციით ჩვენთვის მონიჭებული უფლებაა. პირდაპირ წერია, რომ კონსტიტუციით ჩვენ გვაქვს ამის უფლება – ჯანყის უფლება. ჯანყის უფლებას აქვს სხვადასხვა ფორმა“, – განაცხადა ჩარკვიანმა.
მისი თქმით, ეს გულისხმობს მასშტაბურ საპროტესტო ტალღას, რომლის მონაწილეებიც ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბებიან და არ დაიშლებიან იმ დრომდე, ვიდრე ქვეყანაში არ გაჩნდება „ნორმალური სასამართლო". ალტერნატივის სახით მან საზოგადოებას მორიგეობის შემოღება შესთავაზა. „არ არის სავალდებულო, რომ იქ ვიღაცამ შიმშილი გამოაცხადოს“, – განაცხადა ჩარკვიანმა.
მისი თქმით, აჯანყება საჭიროა, რადგანაც ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გასამართლება უნდა „სამარცხვინო სასამართლო ხელისუფლებას".
ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებას არასერიოზული უწოდა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
„თუ ვინმემ აჯანყებაზე ილაპარაკა, ეს არასერიოზულია პერსპექტივის თვალსაზრისით. თუმცა, ასეთი სურვილი, რა თქმა უნდა, მათ აქვთ. ჩვენ არაერთხელ გავმხდარვართ მათი მხრიდან ძალადობრივი მოწოდების მოწმეები. როდესაც მათ იციან, რომ არაფერი გამოდის, ვერ იმარჯვებენ, რადგან მათი რეპუტაცია შეირყა არა მარტო წარსული ცოდვებით, არამედ დღესაც, ანალოგიურად ძალადობენ“, – განაცხადა მდინარაძემ.
მიმდინარე წლის სექტემბრის დასაწყისში თაკო ჩარკვიანმა სააკაშვილის სამშობლოში მშვიდობიანად დასაბრუნებლად „საერთო სახალხო მოძრაობა" დააარსა. ახლა „საერთო სახალხო მოძრაობა“ აგროვებს ხელმოწერებს საქართველოს ექს-პრეზიდენტის გასათავისუფლებლად.
რაც შეეხება სააკაშვილს, ის 29 სექტემბერს უკრაინიდან საქართველოში არალეგალურად დაბრუნდა და 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. საქართველოში სააკაშვილი რამდენიმე სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტია და ამჟამად რუსთავის ციხეში იმყოფება. სააკაშვილი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს და გათავისუფლების მოთხოვნით 27-ე დღეა შიმშილობს.