მოსკოვში საქართველოს ინტერესთა სექცია არასამუშაო დღეებშიც იმუშავებს

© photo: Sputnik / Alexey Filippov / გადასვლა მედიაბანკშიმოსკოვი, კრემლი
მოსკოვი, კრემლი - Sputnik საქართველო, 1920, 27.10.2021
გამოწერა
რუსეთში ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო კვირებში მკვეთრად გაიზარდა, რომლის ფონზეც მოიმატა ლეტალობის შემთხვევებმაც.
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. მოსკოვში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული საქართველოს ინტერესთა სექცია რუსეთში გართულებული ეპიდვითარების გამო უქმედ გამოცხადებულ დღეებშიც იმუშავებს, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს" საქართველოს წარმომადგენლობაში.
ეპიდვითარების კიდევ უფრო გაუარესების თავიდან აცილების მიზნით რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 30 ოქტომბრიდან 8 ნოემბრამდე პერიოდი არასამუშაოდ გამოაცხადა.
„რუსეთში გამოცხადებული არასამუშაო დღეები ჩვენ არ გვეხება. სექცია არ გეგმავს საკონსულო საკითხებთან დაკავშირებით მოქალაქეების მიღების შეჩერებას", – განუცხადეს სააგენტოს.
როგორც ადრე პუტინმა აღნიშნა, აუცილებლობის შემთხვევაში, შესაძლოა, არასამუშაო დღეები 7 ნოემბრის შემდეგაც გაგრძელდეს. თავის მხრივ, მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ დედაქალაქში უქმეები 28 ოქტომბრიდან გამოცხადდება.
რუსეთში ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო კვირებში მკვეთრად გაიზარდა, რომლის ფონზეც მოიმატა ლეტალობის შემთხვევებმაც.
ყველა ახალი ამბავი
0