„მეუბნებიან, რატომ არ მალავო“ – რა პროცედურებს იტარებს სახეზე მაია ასათიანი – ვიდეო

© courtesy of Talk Show Profiliმაია ასათიანი
მაია ასათიანი - Sputnik საქართველო, 1920, 27.10.2021
გამოწერა
მაია ასათიანმა ხელმომწერებს თავის მოვლის საკუთარი მეთოდები გაუმხილა.
ცნობილმა ტელეწამყვანმა მაია ასათიანმა, რომელიც დროებით უმუშევარი გახდა, რადგან მისმა გადაცემა „პროფილმა“ ტელეკომპანია „პირველი“ ცოტა ხნის წინ დატოვა, სოციალური ქსელის ხელმომწერებს „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ის პროცედურები გაუმხილა, რასაც კოსმეტოლოგთან იტარებს.
ასათიანი ვიდეოში ამბობს, რომ ივლისში აპტოსის ძაფებით დაიჭიმა სახე და უკვე 6 თვეა, რაც კოსმეტოლოგთან არ ყოფილა, თუმცა ახლა საკუთარ ექიმს ალბინა ქაჯაიას მიაკითხა კორექციისთვის. ტელეწამყვანმა ბოტოქსის პროცედურა ჩაიტარა, ასევე ფილერით სახის კორექცია. ასათიანის თქმით, ძალიან კმაყოფილია ამ პროცედურებით და სახეს მხოლოდ ალბინა ქაჯაიას ანდობს.
ცოტა ხნის წინ ასათიანი ამბობდა, რომ ბოლო დროს რამდენიმე კილოგრამი მოიმატა და ეს ძალიან მოსწონს, რადგან სახე შეევსო და ბოტოქსი აღარ სჭირდება. ასევე ნაოჭების საწინააღმდეგოდ სხვა მეთოდსაც მიაგნო – სძინავს ზურგზე და ყველა ნაოჭი გაუსწორდა.
ტელეწამყვანი ზაფხულში 44 წლის გახდა და თავის მოვლას ბოლო დროს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს. მისი თქმით, ამ ასაკში ისე გამოიყურება, როგორიც მთელი ცხოვრება უნდოდა რომ ყოფილიყო – „კურნოსა ცხვირი“, ქერა თმა და მოვლილი სხეული.
ყველა ახალი ამბავი
0