ლევან ჯიბღაშვილი მესამე შვილს ელოდება – ორსული სალი სულხანიშვილი ფოტოებს აქვეყნებს

© Facebook / Levan Jibgashviliლევან ჯიბღაშვილი
ლევან ჯიბღაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 27.10.2021
გამოწერა
ბიზნესმენი ლევან ჯიბღაშვილი წლების წინ პოპულარული ტელესახე იყო და მას სხვადასხვა გადაცემაშიც ხშირად იწვევდნენ, თუმცა ბოლო დროს ის არც საზოგადოების წინაშე ჩნდება და არც სოციალურ ქსელში აქტიურობს. ლევან ჯიბღაშვილი კამერების წინ საკუთარ პირად ცხოვრებაზე ყოველთვის საჯაროდ საუბრობდა.
განხილვის საგანი გახდა მისი და ნინიკო ნაცარიშვილის ურთიერთობაც, რომელთან დაშორების შემდეგაც მალევე ლევანმა სალომე სულხანიშვილზე იქორწინა. სალომე სულხანიშვილი ცნობილი ბიზნესმენის ფეფე სულხანიშვილის შვილია. საზოგადოებას ის ლევანმა საკუთარ დაბადების დღეზე გააცნო, რასაც შემდეგ გრანდიოზული ქორწილი მოჰყვა. სალომესა და ლევანს ორი შვილი ჰყავთ. „პირველ შვილს ბაბუს, მამაჩემის სახელი, მიქაელი დაარქვა, მეორე შვილს – სიმამრის სახელი – აკაკი“, – ამბობდა ლევან ჯიბღაშვილის დედა ერთ-ერთ ინტერვიუში.
ცოტა ხნის წინ კი სალომემ სოციალურ ქსელში ახალი ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ ის ფეხმძიმედაა და წყვილი მესამე შვილს ელოდება. თავად სალომე და ლევანი სოციალურ ქსელში ერთად თითქმის არასდროს ჩნდებიან და არც ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებენ. ამის გამო ერთი წლის წინ გავრცელდა ჭორი, რომ ისინი დაშორდნენ, თუმცა წყვილი კვლავ ერთად ცხოვრობს და თავს ბედნიერად გრძნობს.
ლევან ჯიბღაშვილი და სალომე სულხანიშვილი ერთმანეთს 13 წლიდან იცნობენ. როგორც ცნობილია, სალომე ლევანის პირველი სიყვარულია, თუმცა გაუგებრობის გამო ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. წლების შემდეგ კი კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს და ურთიერთობა განაახლეს. წყვილი ჟურნალისტებთან ურთიერთობასა და კამერებთან გამოჩენას ერიდება, ისინი შვილებთან ერთად მშვიდ ცხოვრებას არჩევენ.
ყველა ახალი ამბავი
0