„საოცარი და საბედისწერო სიყვარულის ისტორია“ – ჯენიფერ ლოპესის გულის ამაჩუყებელი ფოტო

© AP Photo / KEVORK DJANSEZIANბენ აფლეკი და ჯენიფერ ლოპესი
ბენ აფლეკი და ჯენიფერ ლოპესი - Sputnik საქართველო, 1920, 27.10.2021
გამოწერა
ორი კვირის წინ ჯეი ლო ბენ აფლეკს ფილმ „უკანასკნელი დუელის“ პრემიერაზე ახლდა. ჩვენ წითელი ხალიჩიდან უამრავი შთამბეჭდავი ფოტო ვიხილეთ.
52 წლის მომღერალმა და მსახიობმა მოგვიანებით „ინსტაგრამზე“ ფოტოებიც გაავრცელა, რომელიც ერთი შეხედვით უბრალო, თუმცა ამასთან ერთად საოცრად ემოციურია. ჯენიფერი დგას და გულის სწორს უყურებს. კუთხეში მდგარი ლოპესი ბენ აფლეკს ელოდება, სანამ ის ჟურნალისტებს ინტერვიუს აძლევს.
„როდესაც გიყვარს, გინდა სულ უყურო“, „საოცარი და საბედისწერო სიყვარულის ისტორია“, – წერენ „ბენიფერის“ გულშემატკივრები კომენტარებში.
წყვილის ყოფილმა აგენტმა რობ შუტერმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ წყვილი მალე იქორწინებს. ასე რომ, ჰოლივუდური სიყვარულის ისტორიას მალე ლოგიკური, ბედნიერი დასასრული ექნება.
17 წლის შემდეგ „ბენიფერი“ „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოებაზე წითელ ხალიჩაზე პირველად გამოჩნდა. მათი ურთიერთობა ახლა ოფიციალურია და, სავარაუდოდ, მალე ჯეი ლო და ბენ აფლეკი დაქორწინდებიან კიდეც. რამდენიმე კვირის წინ პაპარაცებმა ბენ აფლეკი დედასთან სემთან და შვილთან სამუელთან ერთად მაღაზია Tiffany’s-ში დააფიქსირეს. როგორც ტაბლოიდები წერენ, მსახიობი იქ ნიშნობის ბეჭდის ასარჩევად იყო მისული.
ყველა ახალი ამბავი
0